01:10, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სიკვდილის ბრიგადებთან შეურიგებლობის კომიტეტის განცხადება

05.04.2006

სიკვდილის ბრიგადებთან შეურიგებლობის კომიტეტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

“თანასწორობის ინსტიტუტის” ბაზაზე დაფუძნდა “სიკვდილის ბრიგადებთან შეურიგებლობის კომიტეტი”.  ამ კომიტეტის ძირითადი მიზანია წინ აღუდგეს სიკვდილის ბრიგადების ბოგინს საქართველოს ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ტიპის პოლიციური სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

ის კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით მართლაც ეფექტურ იარაღად მოგვევლინება, განსხვავებით იმ დამსჯელი რაზმებისაგან, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო ტერორის პოლიტიკის განმხორციელებლად გვევლინებიან.

“შეურიგებლობის კომიტეტი” იწყებს მშვიდობიანი აქციების სერიას, რომლის საბოლოო მიზანია ქართველი ერისათვის შესაფერისი დემოკრატიული პოლიციური სტრუქტურების ჩამოყალიბება. ისეთი უწყების, რომელიც რეალურად დაიცავს მოქალაქეებს ძალადობრივი სიკვდილისაგან, იმის მაგივრად რომ თვითონ იმსხვერპლოს უდანაშაულო ადამიანები. 

ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ორგანიზებულ, მათ შორის სახელმწიფო კრიმინალთან ბრძოლის პრინციპს და ყველა ეტაპზე დაუნდობელ ბრძოლას გამოვუცხადებთ ჩვენი საზოგადოების კრიმინალიზაციას. 

ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები გაიწმინდოს მკვლელებისა და კრიმინალებისაგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის უხეშ დარღვევებზე (კუდ-ი) და ხშირ შემთხვევაში ასრულებენ “სიკვდილის ოპერატიულ დაკვეთას” (სოდ-ი), რომელიც მაღალჩინოსანთა მხრიდან გამოითქმება.

ჩვენი კატეგორიული და უპირობო მოთხოვნაა რომ ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოში დაუყოვნებლივ შეწყდეს:

• სიკვდილის ოპერატიული დაკვეთისა (სოდ-ის)
   და
• კანონის უხეში დარღვევის (კუდ-ის)
   პრაქტიკა. 
   
და აგრეთვე:

• გადაყენებულ იქნას შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც საზოგადოების მიერ ეჭვმიტანილია მკვლელების მფარველობაში
• სასწრაფოდ დაიწყოს შსს სისტემის ძირეული რეფორმა, რომელიც მათ შორის უნდა გულისხმობდეს ამ უწყების მხრიდან ჰეროინითა და სხვა ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზების პრაქტიკის შეწყვეტას; (ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანად იქნას შემოწმებული სოდ-ის ხელმძღვანელის ირაკლი კოდუას საქმიანობა);
• უშიშროების სამსახურს სასწრაფოდ ჩამოსცილდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას;
• სასწრაფოდ დაიწყოს პოლიციის სისტემის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში გადასვლა; ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რათა ხალხს აღუდგეს პოლიციის ნდობა;

და რაც მთავარია

• სასწრაფოდ მოხდეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთთა გამოაშკარავება და დასჯა;
• საჯაროდ დაიკითხონ იმ სუფრის წევრები რომელზეც ისხდნენ ახალაია, მელნიკოვი, სანოძე, დონაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია;
• ინფორმაცია გამოძიების დეტალების შესახებ მიწოდებულ იქნას საზოგადოებისათვის;
• პროკურატურის მიერ დაუყოვნებლივ იქნას დაკმაყოფილებული გირგვლიანების ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის სამართლიანი მოთხოვნები;

შეურიგებლობის კომიტეტი არის მშვიდობიანი ორგანიზაცია, რომელიც მიმართავს არაძალადობრივ აქციებს.  ამ ეტაპზე გამოყენებული იქნება უწყებრივი ბოიკოტის სხვადასხვა ფორმები დროის სხვადასხვა მონაკვეთში.  შეურიგებლობის კომიტეტის აშკარა წევრებად მოიხსენიებიან მხოლოდ ის პირები ვინც ამის სურვილს გამოხატავენ.  ყველა ადამიანი ვინც ბოიკოტს გამოუცხადებს დღევანდელ საბჭოური ტიპის “სიკვდილის ბრიგადებს” და მიმართავს არაძალადობრივ ქმედებას ავტომატურად ხდება შეურიგებლობის კომიტეტის წევრი.  მისი აშკარად გამოვლენა კი ხდება მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილის შემხვევაში.  შეურიგებლობის კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს 18 წელზე უმცროსი პიროვნება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების   წარმომადგენელი, რომელიც ახლა იხდის ვალს სამშობლოს წინაშე.                                                  

“შეურიგებლობის კომიტეტი” მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელიც არ არის “სიკვდილის ბრიგადებთან” ასოცირებული ან არ ახორციელებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.  `შეურიგებლობის კომიტეტი” ასევე არ თანამშრომლობს ნებისმიერ კოლაბორაციონისტურ ორგანიზაციასთან, რომელიც რუსული სპეც-სამსახურებიდან იღებს დაფინანსებას.

ამ წერილის გამოქვეყნების თარიღიდან “შეურიგებლობის კომიტეტი” იწყებს აქტიურ მოქმედებას, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად.

ირაკლი კაკაბაძე     

ზურაბ რთველიაშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი     

მიხეილ კაჭკაჭიშვილი


ქ. თბილისი
2006 წლის 4 აპრილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC