კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს

3 მაისი, 2006

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს

თბილისი.02.05.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიჩქმალვაში ადანაშაულებს. "დარწმუნებული ვარ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება ზეწოლას მოახდენს როგორც გარდაცვლილის ოჯახზე, ასევე ყველა იმ ორგანიზაციაზე, ვინც სიმართლის დადგენას რეალურად ცდილობს. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გირგვლიანის ოჯახის წევრებთან ფინანსური გარიგების მცდელობაც ზემოთხსენებული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ცხადია, გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს.  თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავები გარდაცვლილის ოჯახის წევრების გაჩუმებას ცდილობენ, ელემენტარული დასკვნის გამოტანა შეიძლება: ხელისუფლება გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს", - აღნიშნა "მედიანიუსთან" საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება მათ ფინანსურ გარიგებას სთავაზობს, უპასუხოდ არ უნდა დატოვოს გენერალურმა პროკურატურამ.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია, გამოუძიებლად როგორ აცხადებს თბილისის მთავარი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, რომ გირგვლიანის ოჯახისთვის ფული არავის შეუთავაზებია. ეს ცოტა გასაოცარია, რადგან პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესებული უნდა იყოს და ქმედით რეაგირებას ახდენდეს სანდრო გირგვლიანის დედის განცხადებაზე", - დასძინა უჩა ნანუაშვილმა.

ახალი ამბები