კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა სამართალს ეძებს

16 მაისი, 2006

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა სამართალს ეძებს და საყოველთაო გაფიცვისათვის ემზადება

ხელფასების მომატების მოთხოვნით ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები უკვე ერთი კვირაა გაფიცულები არიან. რაიონისა და რეგიონის სტუდენტების, სკოლის მოსწავლეებისა და სხვა მკითხველებისათვის ბიბლიოთეკის კარები კვირაზე მეტია გამოკეტილია: „კმარა ოცდაათლარიანი ხელფასი. ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ. მთავრობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ადამიანს ამ საერთო სიძვირისა და ინფლაციის ფონზე, არ შეიძლება ოცდაათლარიანი ხელფასი ჰქონდეს“,-აცხადებს ბიბლიოთეკის დირექტორი ციალა ფაცაცია.
   
იგივე მოსაზრებას აფიქსირებენ პრესკონფერენციაზე საბიბლიოთეკო ქსელის 63 კაციანი კოლექტივის წარმომადგენლები (თუმცა პრესკონფერენციაზე მოწვეულ ადგილობრივ და ცენტრალურ ათზე მეტ საშუალებათა წარმომადგენელთაგან, პრესკონფერენციას მხოლოდ სამი ესწრებოდა, რაც შემდგომ ბიბლიოთეკარების სერიოზული ეჭვის საბაბი გახდა, რომლის თანახმადაც რეგიონში არსებული პრობლემების უმეტესობას ცენტრალური საინფორმაციო საშუალებები ბლოკავენ), რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიბლიოთეკარებს ერთი წლის წინ განხორციელებული შემცირებების ხარჯზე ხელფასების გაზრდას შეპირდა და პირობა არ შეასრულა: „პირობა პირობად დარჩა. მეტიც, რამდენჯერაც ხმას ამოვიღებთ და ხელფასების მომატებას მოვითხოვთ, ადგილობრივი ხელისუფლება იმდენჯერ მიმართავს ზეწოლის ნაცად ხერხს - შემცირებებით გვემუქრება! ჩვენ კი გაჩერებას აღარ ვაპირებთ, რადგან თანამოაზრეები უკვე სხვა რაიონებშიც გვყავს“,-აცხადებს ბიბლიოთეკის სპეციალისტი ხათუნა ბეჭვაია.
 
ბიბლიოთეკარების განცხადებით, ზუგდიდის საბიბლიოთეკო ქსელის საგაფიცვო კომიტეტს უკვე გამოეხმაურნენ მესტიელი, ჩხოროწყუელი, საგარეჯოელი და სიღნაღელი ბიბლიოთეკარები, რომლებიც მზად არიან სოლიდარობა გამოუცხადონ ზუგდიდელ კოლეგებს. მათივე განმარტებით, უკვე მზადდება ბიბლიოთეკართა საერთო აქცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში გაიმართება და მას სტუდენტებიც შეუერთდებიან. გამონაკლისი მხოლოდ აჭარა და ქუთაისია, რომელთაგან ხელფასები საარსებო მინიმუმის ადეკვატური, აქციების შედეგად გაორმაგებულია.
  
ბიბლიოთეკარები აცხადებენ, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურას მიმართეს დახმარებისათვის; როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე კულტურის სამინისტროს, პარლამენტსა და თავად პრეზიდენტსაც კი, მაგრამ დახმარების ნაცვლად გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდნენ - პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტის დროს მისთვის გადაცემული წერილის პასუხად, კულტურის სამინისტროს თათა ქვარიანის ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ბიბლიოთეკარების ხელფასების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა, ზუგდიდის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მათი უწყება არა თვითმმართველობითი, არამედ მმართველობითი ხასიათისაა და შესაბამისად, საკითხის თვითნებურად, ადგილზე გადაწყვეტის პრეროგატივა არ გააჩნია.
  
ბიბლიოთეკარებმა დახმარება მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ფიფიას და უმრავლესობის დეპუტატს, ნაზი არონიასაც სთხოვეს, რომლებიც მათ პარლამენტში ამ საკითხის დასმას დაპირდნენ, მაგრამ დაპირება დღემდე ვერ შეასრულეს.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები