კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიების გაჭიანურების გამო პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

27 ივნისი, 2006

გამოძიების გაჭიანურების გამო პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოში რომ მოწმის უფლებები დაუცველია, ამას ქ. ახმეტაში მცხოვრები, ლიანა ჩანჩლიაშვილის სიკვდილის პირას მიყვანის ფაქტიც ადასტურებს, რომლის თაობაზეც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში“ გასულ კვირას პრესკონფერენციაც გაიმართა. 66 წლის ქალბატონი, დაზარალებულის ოჯახის წევრთა თქმით, მეზობლად მცხოვრებმა ახალგაზრდა ბიჭებმა ფიზიკურად მას შემდეგ შეურაცხყვეს და აწამეს, რაც ამ უკანასკნელმა ახმეტის პოლიციას, მისი საცხოვრებელი სახლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ, რეალური ჩვენება მისცა.
 
ლიანა ჩანჩლიაშვილმა ადამიანის უფლებების დამცველებს დასახმარებლად მას შემდეგ მიმართა, რაც როგორც რაიონულ, ასევე სამხარეო სამართალდამცავ უწყებებში არაერთხელ შეტანილ განცხადებებზე პასუხი ვერ მიიღო. უფრო მეტიც, სწორედ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გახდა მისთვის დამღუპველი. 
 როგორც გასულ კვირას „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, დაზარალებულის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ამჟამად მას ბოლო სტადიის სიმსივნე აქვს.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავები ამჟამადაც არაფერს აკეთებენ ჩანჩლიაშვილის თავდამსხმელებისა და მწამებელთა დასასჯელად. „ახმეტის პოლიცია და პოლიციის უფროსი ლევან შაშიაშვილი არათუ არაფერს აკეთებს და საქმის მიმართ გულგრილობას იჩენს, არამედ რეალურად მას ბრალი მიუძღვის დაზარალებულის მიმართ არაერთი მუქარისა და შანტაჟის ფაქტებშიც“,- აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

ცენტრის ინფორმაციით, ჩანჩლიაშვილის საქმის გახმაურების შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვალერი მოსიაშვილი, რომელსაც უშუალოდ უნდა განეხორციელებინა საპროცესო ზედამხედველობა ჩანჩლიაშვილის წამების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები