მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას
2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘თანასწორობის ინსტიტუტის’ ხუთ წევრს, ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწე ირაკლი კაკაბაძეს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილსა და სტუდენტებს ჯაბა ჯიშკარიანსა და დავით დალაქიშვილს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის შეფარდებით თავისუფლება 30 დღით აღეკვეთათ.
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე:
არასამთავრობოთა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში შექმნილი მძიმე რეპრესიული მდგომარეობით, რომელსაც სამართალდამცავები ჩვეულებრივი მოქალაქეების ჭინააღმდეგ იყენებენ. კოალიცია ზემოთხსენებულ პატიმრებს სინდისის პატიმრებს უწოდებს, რომელთაც თავისუფლება საკუთარი აზრის გამოთქმის გამო შეელახათ.
არასამთავრობოთა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ჩვენ აქვე მოგიწოდებთ მიმართოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რათა მან ეს საკითხო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განიხილოს, რათა პატიმრების გათავისუფლებისათვის სასწრაფო ზომები იქნას მიღებული.
არასამთავრობო როგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსათვის“. (297 ორგანიზაცია)