სამხედრო წვრთნების დროს ჯარისკაცები დაიღუპნენ
10.07.06, ‘Lenta.ru’ - საქართველოს სამხრეთით მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკასიონი-2006“ დროს, სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
წვრთნები, რომელიც მაისის ბოლოს დაიწყო, საბედისწერო აღმოჩნდა სამი სამხედროსათვის. ერთ-ერთი მათგანი მდინარის გადაკვეთის დროს, მეორე იარაღთან დაუდევრად მოპყრობის გამო, ხოლო მესამე ბრონეტექნიკის მართვის დროს გარდაიცვალნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტების შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ორფოლის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობას 8 ათასამდე ჯარისკაცი იღებს. მასშტაბური წვრთნა, როგორიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა, 16 ივლისს საზეიმოდ დასრულდება.