კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოიტანა

20 ივლისი, 2006

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოიტანა

საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოიტანა პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, ბესარიონ ზოიძის თავმჯდომარეობით, დააკმაყოფილა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” შუამდგომლობა და შეაჩერა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის მიერ უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოტანილი განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ არ საჩივრდებოდა.

გარდა ამისა, სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო ადვოკატ ონისე მებონიას და მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილის საკონსტიტუციო სარჩელები., რომელთა ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის საფუძველზე არიან დაპატიმრებულები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და “თანასწორობის ინსტიტუტის” სხვა წევრები. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლით პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ პირს შეაძლებლობა ეძლევა გაასაჩივროს მოსამართლის განკარგულება მისი დაპატიმრების თაობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ პირი მოსამართლის მიერ უკანონოდ იყო დაპატიმრებული, მას შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აპირებს დაიცვას ამ მუხლის საფუძველზე დაპატიმრებულ პირთა ინტერესები და მოსამართლის განკარგულება მათი პატიმრობის შესახებ გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. ხვალვე ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” კოტე კუბლაშვილის სახელზე შეიტანს საჩივარს ეკა ტყეშელაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების გადასინჯვის და უკანონოდ ცნობის მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ სწორედ ტყეშელაშვილის განკარგულებით არიან დაპატიმრებულნი “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები.

ორგანიზაცი “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს სარჩელით, რომლითაც მოითხოვდნენ  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6, მე-7 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას და  საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შეჩერებას.

მანანა კობახიძე, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე: “საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ პრეცედენტული. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება საქმის საბოლოო განხილვამდე სადაო მუხლის შეჩერების თაობაზე. ამ მუხლის შეჩერებით, მოსამრთლეს ერთმევა საშუალება, მიკერძოებულად და უკანონოდ გამოიტანოს პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულება, რადგან შესაძლოა დადგეს თავად მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ნამდვილად არის მიღწევა, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს უდაოდ დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილად არის კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და შესწევს უნარი შეაკავოს პარლამენტის მიერ მიღებული უკანონო ნორმატიული აქტის მოქმედება.”

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები