თბილისში არსებული ანტისანიტარია ეკოლოგიურ ვითარებასაც ამძიმებს
თბილისი.23.07.06.მედიანიუსი. "ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობაც რთულდება" - ამბობს მწვანეთა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქის გარე უბნებშია.
გაჩეჩილაძის განმართებოით, ქალაქის ნაგავსაყრელებზე ირღვევა სანიტარული ნორმები - ამ ადგილებზე ხდება ნაგვის, ნარჩენების დაწვა. გამოყოფილი აირები კი თბილისის თავზე ჰაერში ვრცელდება, რომლის დამადასტურებელი ფოტოსურათებიც არსებობს. ამასთან, ნაგავსაყრელებზე მიმდინარეობს ბიოქიმიური მოვლენები. დაბინძურებული მასები კი წყალსა და ნიადაგში იჟონება.
მწვანეთა მოძრაობის ლიდერის აზრით, თბილისის უბნების ანტისანიტარული მდგომარეობის მთავარი მიზეზი ბუნკერების არარსებობაა, სადაც თავს იყრიან ვირთხები, მღრღნელები და ბოლო დროს შხამიანი გველები, რომლებიც სხვადასხვა მწვავე ინფექციური დაავადებების გადამტანი არიან. ამიტომ უნდა იყოს კეთილმოწყობილი ნაგავსაყრელები, მოისპოს ბუნკერები და და დაინერგოს კონტეინერული სისტემა.