კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპა და ცენტრალური აზია:რეგიონში საერთაშორისო ამნისტიის შეშფოთების საგნის მიმოხილვა

25 ივლისი, 2006

ევროპა და ცენტრალური აზია:
რეგიონში საერთაშორისო ამნისტიის  შეშფოთების საგნის მიმოხილვა: 2005 წლის ივლის-დეკემბერი.

საქართველო

ამონაწერი საქართველოზე ამოღებულ იქნა საერთაშორისო ამნისტიის (AI) მომავალი მოხსენებიდან - ევროპა და ცენტრალური აზია:  რეგიონში საერთაშორისო ამნისტიის შეშფოთების საგნის მიმოხილვა, 2005 წლის ივლისი- დეკემბერი. (AI ინდექსი EUR 01/007/2006), რომელიც 2006 წლის ივლისში უნდა გამოქვეყნდეს. ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც სურს სხვა AI-ის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შეშფოთების საგანზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, შეუძლია იხელმძღვანელოს მთლიანი დოკუმენტით.

წამება და სასტიკი მოპყრობა
გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებასა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასთან და დასჯასთან დაკავშირებით.

2005 წლის სექტემბრის მოხსენებაში, რომელიც სპეციალური მომხსენებლის 2005 წლის თებერვალში საქართველოში მისიას მიმოიხილავდა, წამებისა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დაასკვნა, რომ „წამება კვლავ გრძელდება საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, დაუსჯელობის სინდრომის გამო“.  მან ასევე აღნიშნა ხელისუფლების მიერ წამებისა და ცუდი მოპყრობის აღსაკვეთად გადადგმული ზოგიერთი პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ აღნიშნა, რომ „სანდო და სარწმუნო ცნობები წამებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ კვლავ მოგვდის“. სხვა საკითხებთან ერთად,  საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ „მოსამართლეებმა და პროკურორებმა უნდა ჰკითხონ საპატიმროდან მოყვანილ ადამიანს, როგორ ეპყრობოდნენ და, თუნდაც დაცვის მხრიდან პრეტენზიის არ არსებობის შემთხვევაში, უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა“; რომ „შეურაცხყოფასა ან წამებაში დადანაშაულებული ნებისმიერი საჯარო მოხელე, პროკურორისა და მოსამართლის ჩათვლით, რომლებიც გარეული არიან წამების ან ნივთმტკიცების იგნორირების საიდუმლო გარიგებაში, უნდა შეუჩერდეთ უფლება-მოსილება მომავალ სასამართლო პროცესზე და ჩატარდეს გამოძიება“; და, რომ „კანონის დამცველთა რიგების შევსება მიმდინარეობდეს ვრცელი და ძირეული  ტრეინინგების შედეგად, რაც მთელი პროცესის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლებასაც ითვალისწინებს, ის მოიცავს ეფექტური დაკითხვის ტექნიკასა და პოლიციური იარაღის სწორ გამოყენებას და რომ სამსახურში მყოფმა მაღალჩინოსნებმა უნდა მიიღონ დამატებით განათლება.“

ა/-ს  ანგარიში საქართველოს: წამება და ცუდი მოპყრობის პრაქტიკა კვლავ დამაფიქრებელია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც. 23 ნოემბერს AI გამოაქვეყნა რეპორტაჟი სათაურით საქართველო; წამება და ცუდი მოპყრობა - ჯერ კიდევ დამაფიქრებელია საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  (AI ინდექსი EUR 56/001/2005). რეპორტაჟში განხილული იყო  2003 წლის  ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. მასში შედიოდა იურიდიული ცვლილებების გატარება, 2005 წლის აგვისტოს წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებითი პროტოკოლის საქართველოს მიერ მიღება, მუდმივი მონიტორინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფ საპატიმრო დაწესებულებებში, რომელსაც ძირითადად საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ახორციელებს, და ის, რომ ზოგიერთი მოძალადე, რომელთაც ბრალი ედებოდა წამებასა და ცუდად მოპყრობაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პატიმრობაში აღმოჩნდა.
         
თუმცა, AI კვლავ იღებს წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციას. AI-ის ანგარიშში, მის მიერ დოკუმენტირებული ინფორმაციის მიხედვით, წამების ბევრ საქმეს ჯერ კიდევ არ უნახავს დღის სინათლე, რადგან პოლიცია ხელს აფარებს თავის დამნაშავეებს და თანაც პატიმრებს ხშირად ეშინიათ მოსალოდნელი შედეგების. წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის გამო დაუსჯელობის პრობლემა კვლავ რჩება, რაც პროკურორების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის გამოძიების სისტემატიურად არჩატარებაში გამოიხატება. პროკურატურის მიერ ათობით დაწყებული გამოძიების შემთხვევაში დამნაშავეები არ დასჯილან. მოხსენებაში მოტანილი საქმეები აჩვენებს, რომ წამების ან სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე შესული განცხადებების საფუძველზე წარმართული გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მეთოდით. ამას გარდა, იყო აშკარა ნაკლებობა კანონიერი დაცვის დანერგვისა, რომელიც წამების და ცუდად მოპყრობის პრევენციის მიზნით ამუშავდება. 

        
მოხსენება დეტალურად განიხილავდა თუ როგორი მეთოდები გამოიყენებოდა პატიმართა წამებისათვის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მაგალითად: ელექტრო შოკი, დამნაშავის თავზე ცელოფნის პარკის ჩამოცმა; ორ მაგიდას შორის პატიმრის დაკიდება; სანთლითა და სიგარეტით დაწვა; მუქარა იარაღის პირში ჩადებით, მუქარა პატიმრის ოჯახის წევრების ცემით; პატიმრის პირის ნაჭრით ახვევა, რომ არ იყვიროს; ცემა ხელკეტებით, იარაღის კონდახითა და წიხლებით.
          
მოხსენება მთავრდება AI- ის მთელი რიგი რეკომენდაციებით საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ საქართველოში წამებისა და სხვა უარყოფითი მოპყრობის შესახებ. საქართველოს მიმართ მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს ის, რომ ყველა პოლიციელი ვალდებულია ატაროს სიადენტიფიკაციო ნომერი ყველასათვის შესამჩნევად; მაშინვე ჩამოშორდნენ საქმეს ის სამართალდამცველები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება სერიოზული უფლებების დარღვევის ფაქტში მონაწილეობის საფუძველზე და ემუქრებათ დისციპლინარული და იურიდიული დევნა; ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკის ბოლოს მოღებას საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში. AI ასევე ურჩევს, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს პოლიციის, პროკურატურის და სამართალდამცველი სისტემის დამოუკიდებელი ორგანო, რათა დეტალურად გადაიხედოს სამართალდმცველთა მიერ წარმოებული გამოძიებები წამებისა და სასტიკად მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, და სასამართლო პროცესები, რომელშიც მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ორგანოს მიეცეს უფლებამოსილება, გამოაქვეყნოს საჯარო განცხადება და მთავრობის შესაბამის ორგანოებს მისცეს რეკომენდაცია.

წამებისა და სასტიკი მოპყრობის მტკიცებულებების მქონე ცალკეული შემთხვევები.

სიტუაციის მიმოხილვისას AI-მ მიიღო რამოდენიმე საქმე, რომელშიც საუბარია წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე.

მაგალითად, 2005 წლის 2 სექტემბერს  საღამოს 5 საათზე მალხაზ თალაკვაძე მას მერე დააპატიმრეს, რაც სპეცნაზის 30 თანამშრომელი ქუთაისის მახლობელ ქალაქ წყალტუბოში მდებარე მის სახლში შეიჭრა. ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, პოლიციამ მას იარაღის კონდახებით სცემა და გონება დაკარგა. მალხაზ თალაკვაძის განცხადებით, მისი ცოლი, სიდედრი და პატარა ქალიშვილიც ნაცემები იყვნენ. ნუგზარ თოფურიძემ, დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი  ფირმა ‘ვექტორიდან’, რომელმაც მალხაზ თალაკვაძის ცოლი, ირმა ყანთელაძე 7 სექტემბერს გასინჯა, აღმოაჩინა მრავლობითი დაჟეჟილობები. დაჟეჟილობების მიყენების პერიოდი, როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, ემთხვეოდა ირმა ყანთელაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა ადვოკატის მიერ წამოჭრილი წამების შესახებ განცხადებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელმეორე მოსმენისას. სასამართლოს მოლოდინში ნოემბრიდან მალხაზ თალაკვაძე იმყოფება თბილისის #1 საგამომძიებლო იზოლატორში „განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წამლების უკანონო ფლობის“ ბრალდებით. (მუხლი 260, ნაწილი 3) და „იარაღის უკანონო წარმოებისა და რეალიზაციის ბრალდებით“. (მუხლი 236).

შეშფოთების გამომწვევი შემთხვევები აფხაზეთის კონფლიქტურ რეგიონში

სიკვდილით დასჯა (განახლებული ვერსია AI ინდექსი: EUR 04/002/2004)

AI-ის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზეთი  განაგრძობს დე ფაქტო მორატორიუმის ფორმალურ შესრულებას, მაგრამ გარკვეული დროით კვლავ მოქმედებს სიკვდილით დასჯის კანონით და მოცემული მოხსენების დაწერის პერიოდში, სულ ცოტა, ორი ადამიანი ელოდა სასიკვდილო განაჩენს.

2005 წლის სექტემბრის მოხსენებაში, სადაც განხილულია 2005 წლის თებერვალში საქართველოში და მათ შორის აფხაზეთში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი, მან წამებასთან დაკავშირებით, მოუწოდა აფხაზეთის მთავრობას, გააუქმოს სიკვდილით დასჯა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა სიკვდილმისჯილთა საკანში არსებული პირობების შესახებ. როგორც ხელისუფლება აცხადებს, აღნიშნულ საკანში ორი პიროვნება იმყოფებოდა, ორივე, როგორც აცხადებენ, სიკვდილმისჯილი იყო წინასწარ განზრახული მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებაში. 20 თებერვალს სპეციალური მომხსენებელი ეწვია მათ სოხუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატიმროში (სოხუმი, როგორც მას ქართველები მოიხსენიებენ).

სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, სიკვდილმისჯილთა საკნის ერთ-ერთი პატიმარი, 50 წლის ქ-ნი ვოლოშინა, რომელიც 1994 წლიდანაა დაპატიმრებული და 1996 წლიდან კი სიკვდილმისჯილია, ავადმყოფობის გამო ვერ მოძრაობს უკვე სამი წელია და არც შესაბამის სამედიცინო დახმარებას ღებულობს. ის საკანში სხვა 11 პატიმარ ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგანაც ზოგი ან სასამართლო განაჩენს ელოდნენ, ან ერთი თვიდან ათ წლამდე პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. საკანი იყო ბნელი და ცუდად ნიავდებოდა. განაცხადეს, რომ დროდადრო იქ 20 პატიმარს ათავსებდნენ მაშინ, როცა იგი 12 ადამიანზეა გათვლილი. სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა მოხსენებაში, რომ პატიმრებს ხელი არ მიუწვდებოდათ რადიოს ან ტელეფონზე და ასევე არ ჰქონდათ წერილის მიღების ან გაგზავნის საშუალება.

ბ-ნი ხაჯბა, მეორე სიკვდილმისჯილი პატიმარი, იმყოფებოდა იზოლირებულ საკანში, რომელიც, სპეციალური მომხსენებლის აღწერით, სუსტად განათებული იყო და ცუდად ნიავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არწმუნებდა სპეციალურ მომხსენებელს, თითქოს პატიმრები ფიზიკურად ვარჯიშობდნენ ყოველდღე, გარდა კვირისა და რეგულარულად ხვდებოდნენ ოჯახის წევრებს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ „აშკარაა საკანი ძალიან დიდი ხანია არ გაღებულა“. სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ „ერთხელ დარაჯმა მძიმე რკინის კარის ბოქლომი ვერ გახსნა, რადგან არ იცოდა მისი გახსნა. დაახლოებით სამი დარაჯის ხუთ წუთიანი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ურდული აეძროთ და ბერკეტით გაეხსნათ კარი.“  სპეციციალური მომხსენებელი არ ასახელებს ბ-ნ ხაჯბას პატიმრობის ხანგრძლივობას.

AI-ს ღრმად სჯერა, რომ ქ-ნი ვოლოშინა, სავარაუდოდ ბ-ნი ხაჯბაც, მრავალი წელია იმყოფება მომავალი ბედის მუდმივად გაურკვეველობაში ციხის სასტიკ პირობებში. ასეთი სიტუაცია მიეკუთვნება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას.

ახალი ამბები