კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტები ხელისუფლების ზეწოლისაგან დაცვას ითხოვენ

27 ივლისი, 2006

გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტები ხელისუფლების ზეწოლისაგან დაცვას ითხოვენ

“თავისუფალი სიტყვა”, 2005 წლის ივლისიდან,  ახორციელებს “ევრაზიის” ფონდის მიერ დაფინანსებულ ანტიკორუფციულ პროექტს. პროექტით გათვალისწინებული საბიუჯეტო მონიტორინგი და თავისუფალი გაზეთის გამოცემა, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ ხელისუფალთ, რასაც ისინი “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტებზე ზეწოლასა და დევნაში გამოხატავენ.

ამასთან დაკავშირებით, გაზეთის რედაქციამ, 26 ივლისს, პრესკონფერენცია გამართა. ქვემოთ მოყვანილ ტექსტში, რომელიც  გაზეთის რედაქციამ Media.ge-ს მიაწოდა, “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი. გთავაზობთ ტექსტის სრულ ვერსიას.

ფაქტი №1

რამდენიმე ხნის წინ, ოფისის დაცლა გვთხოვა ბინის მეპატრონემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი არ გაგვიმხილა. თავიდანვე, ეჭვი სწორედ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერს, დავით შურღაიას დაუკავშირდა, რადგან „თავისუფალმა სიტყვამ“ შურღაიასა და მთავრობის კორუფციულ გარიგებებზე არა ერთი მასალა გამოაქვეყნა. იმ პერიოდში კი, შურღაიას მიერ 200-ლარიანი ანაზღაურებით, 8 000-დოლარიანი მანქანის შეძენის ფაქტზე მზადდებოდა მასალა.
მომხდარის შემდეგ, შურღაია თავად გვესტუმრა რედაქციაში და გარიგება შემოგვთავაზა. მან განგვიცხადა, რომ ფოთში, ჩვენს გარდა, არც ერთ მედიასაშუალებასთან პრობლემა არა აქვს და მასთან მეგობრობა გვირჩია, რაც მისი თქმით, ჩვენვე წაგვადგებოდა. საუბრისას შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ ცდილობდა იგი ჩვენს შევიწროებას და რატომ აიძულებდა ბინის მეპატრონეს, წელიწადნახევრით დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას. საკუთარ ძალაუფლებაში დარწმუნებულ „ნაცმენს“ არც გაწყვეტილი ხელშეკრულება და არც თავად ფაქტი უარყვია და ცინიკურად გვიპასუხა, რომ ჭავჭავაძის ბოლოში (ყულევის დასაწყისი) გაგვიშვებდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მასთან მეგობრობას დავთანხმდებოდით, იმ წუთსვე იქ „მოათრევდა“ (სტილი დაცულია)  ბინის მეპატრონეს და ბოდიშს მოახდევინებდა, რის შემდეგაც, მისი თქმით, ხელს ვერავინ გვახლებდა. რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი სიტყვა“ სხვა ოფისში გადავიდა.

ფაქტი №2

გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” მ/წ 4-11 აპრილის ნომერში  (№12(41)), დაიბეჭდა ინტერვიუ ფოთის პორტის გენერალურ დირექტორთან, ლაშა ახალაძესთან, სათაურით “ პორტის უფროსი სახელმწიფოს დაფუძნებულ საწარმოში კლანურ პრინციპებს ამკვიდრებს”. ჟურნალისტის, ნინო თუნთიას მასალაში საუბარი იყო ახალაძის რამდენიმე ახლობელზე, რომლებიც მან მოსვლისთანავე საპასუხისმგებლო თანამდებობებზედანიშნა.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში (9 აპრილს), ნავსადგურის უფროსის მიერ „ძმაკაცური“ ნიშნით შესყიდვების განყოფილების უფროსად დანიშნული ბესარიონ ჯოჯუას დედა, ნაირა ჯოჯუა, მასალის ავტორს, რომლის ოჯახიც ჯოჯუების სახლში ქირით ცხოვრობდა, სახლში მიუვარდა, ჟურნალისტის დედას კატეგორიულად მოთხოვა დაეცალათ მათი სახლი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. ნაირა ჯოჯუას განცხადებით, მისი ვაჟი „მეგობრების გალანძღვას არავის აპატიებდა.”მსგავსი სახის “სტუმრობას” ამ ქალბატონის მხრიდან რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. ნაირა ჯოჯუა აცხადებდა, რომ “ძლივს ვამაგრებ კაცებს (იგულისხმება ქმარი და ვაჟიშვილი) და დროზე დაცალეთ სახლი, თორემ აქაურობას გადაწვავენო”. თუნთიების ოჯახი იძულებით იცვლის საცხოვრებელ ადგილს სწორედ ამ დღეებში.

ცნობისათვის: “თავისუფალმა სიტყვამ”, შარშან, დეკემბერში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მიმდინარე წლის 15 მაისს, ნავსადგურს აღნიშნული პროცესი მოუგო, რაც, როგორც ჩანს, კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ნავსადგურის ადმინისტრაციისთვის. ნავსადგურმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ი გი ყველა მეთოდით ცდილობს სახელმწიფო საწარმოში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის დამალვას.

შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არაერთჯერ გვიგრძვნია, მაგრამ ამ ორმა ფაქტმა, რომელსაც არა მხოლოდ ზეწოლის არამედ, შესაძლოა, დევნის კვალიფიკაციაც მიეცეს, ყველა მოსალოდნელ ზღვარს გადააჭარბა, ამიტომაც მივიჩნიეთ საჭიროდ მათი გახმაურება.
გამომდინარე აქედან, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ საპარლამენტო კომიტეტს და ჟურნალისტურ წრეებს. ვითხოვთ ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულების, სიტყვის თავისუფლების დაცვას და რეაგირებას აღნიშნულ ფაქტებზე.

მიგვაჩნია, რომ მსგავს პირობებში შეუძლებელია ჟურნალისტური საქმიანობა და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

Media.ge

ახალი ამბები