თბილისი.05.09.06.მედიანიუსი. პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების აღწერის ვადა დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ ჩასული და შეძლებისდაგვარად, აღწერეს დუისში მცხოვრები ჩეჩნეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
ამ დროისათვის პანკისის ხეობაში დაახლოებით 1600 ლტოლვილია, თუმცა, მათი რაოდენობის მაჩვენებელი საბოლოო და ზუსტი არ არის. “დეკემბრის ბოლომდე იმ პირებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, სამინისტროში შეუძლიათ მოვიდნენ და დარეგისტრირდნენ,~ _ განაცხადა `მედიანიუსთან~ საუბარში პრესსამსახურის უფროსმა მაია რაზმაძემ.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩეჩნები კომპაქტურად არიან დასახლებულნი.