კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტი ახალ მშენებლობას

27 სექტემბერი, 2006

ზუგდიდში ახალ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. დადიანების სახლ-მუზეუმისა და ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყო საბავშვო( და არამარტო საბავშვო) გასართობი ატრაქციონების მშენებლობა. როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი აქ იქნება “ ეშმაკის ბორბალი”,  საცურაო აუზი და სხვა გასართობ- გამაჯანსაღებელი საშუალება.  –”ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და სასიხარულო, მაგრამ გააჩნია სად შენდება”- აცხადებენ პოლიტიკური მოძრაობა “ საქართველოს გზის” (სალომე ზურაბიშვილის პარტია.) ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 23 სექტემბერს, ამ პარტიის ზუგდიდის კოორდინატორმა ნანა თოდუამ ადგილობრივ ჟურნალისტებს გააცნო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ატრაქციონის მშენებლობა აღნიშნულ ადგილზე დაუშვებელია. მისი თქმით ეს გამოიწვევს დადიანების სახლ-მუზეუმისა და ტაძრის შენობების დაზიანებას.  ნ. თოდუა  აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შეხვედრა და საუბარი ამ თემაზე ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსთან მეუფე გერასიმესთან, და პროტესტი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით მისი ლოცვა- კურთხევით დაიწყეს.
 პარტიამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მშენებლობის ამ ადგილზე გაგრძელების წინააღმდეგ.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები