ფინანსური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზუგდიდში, ნინოშვილის ქუჩაზე დალუქეს ალკოჰოლური სასმელების კუსტარული საამქრო. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით,აქ დამზადებული ღვინოები და შამპანურები ადამინის ჯანმრთელობისათვის საშიშია. საამქროს მეპატრონე ლიანა ლომაია დაკავებულია. ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სასმელი.
ნატო ბერულავა