კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განცხადება

12 ოქტომბერი, 2006

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ერთობლივი განცხადება
11 ოქტომბერი, 2006

2006 წლის 9 ოქტომბერს ცესკომ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით მანდატები განაწილდა შემდეგნაირად:

1. ნაციონალური მოძრაობა _ საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სია _ 9;
2. თოფაძე, მრეწველები (`მგს') _ 1;
3. საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ შალვა ნათელაშვილი _ 1;
4. დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია _ საქართველოს კონსერვატული პარტია) _ 1.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის თანახმად, მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%.

მანდატების განაწილების კოდექსით დადგენილი წესით დათვლისას, (მუხლი 12613) “ნაციონალური მოძრაობა _ საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სიამ” მიიღო 8 მთელი მანდატი, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ _ შალვა ნათელაშვილი და ბლოკმა დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია _ საქართველოს კონსერვატული პარტია), თითო-თითო, ხოლო თოფაძე, მრეწველების (`მგს~) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამმა ვერ მოიპოვა ვერც ერთი მანდატი, ვინაიდან, იმის მიუხედავად, რომ მან გადალახა კოდექსით დადგენილი 4%-ანი ბარიერი, განაწილების წესით დადგენილმა მაჩვენებელმა არ შეადგინა მანდატის მისაკუთვნებლად საჭირო რიცხვის მთელი ნაწილი. ამდენად, გასანაწილებელი დარჩა 2 მანდატი, რომელთაგან ერთი კანონიერად მიეკუთვნა ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო მეორე კი თოფაძე, მრეწველებს, რასაც რეალურად არ ადგენს გაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების კოდექსით განსაზღვრული წესი. იმ  არგუმენტიდან გამომდინარე, რომ თოფაძე, მრეწველებმა გადალახეს 4%-ანი ბარიერი, ამ პარტიას ცესკო-ს გადაწყვეტილებით მაინც მიეკუთვნა ერთი დარჩენილი მანდატი, თუმცა მათ მიერ მიღებული ხმათა რაოდენობის ჯამი არ წარმოადგენდა მანდატის მოპოვების საფუძველს კანონის შესაბამისად. საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესის თანახმად დარჩენილი ერთი მანდატი უნდა მიკუთვნებოდა საარჩევნო ბლოკს დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია _ საქართველოს კონსერვატული პარტია), რადგან ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ეს საარჩევნო სუბიექტი წარმოადგენდა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას/ბლოკს.

აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციებისთვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება კანონის მოთხოვნების დაცვას. ამდენად, ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის ინტერესი მხოლოდ კანონმდებლობის დაცვით უნდა იქნეს განხილული.

ამრიგად, მიგვაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კანონის ნორმების დარღვევას. შესაბამისად, მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას გამოავლინოს ობიექტურობა, გამოასწოროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩადენილი კანონდარღვევა და საკუთარ გადაწყვეტილებაში განუხრელად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები. 

ახალი ამბები