კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრადიცია გრძელდება

13 ოქტომბერი, 2006

2006 წლის 5 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე კვლავ ჰქონდა ადგილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ დარღვევებს, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის რაიონის ალათუმნის საარჩევნო უბანში #45 (საარჩევნო ოლქი #40)  ბიულეტენები, დათვლისას დაფიქსირდა 380 ცალი. ეს რაოდენობა ორი ერთეულით აღემატება მოცემულ უბნში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას (378 ადამიანი). შესაბამისად, აღნიშნულ უბაზე, მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ შეადგინს 101%. ამავე ოლქის, მაჯადინის მე-13 საარჩევნო უბანი, წესისამებრ საღამოს 8 სთ-ზე დაიკეტა, მიუხედავად ამისა ბიულეტენების დათვლა მაინც დილამდე გაგრძელდა, თუმცა არა საარჩევნო უბანში არამედ ოპოზიციურ კანდიდატთათვის უცნობ ადგილას. #13-ე უბნის ბიულტენები დანიშნულების ადგილას მხოლოდ დილით მიიტანეს და თან უკვე 100%-იანი სიზუსტით, “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონია ადგილი “დიდებულ” კომუნისტურ და შევარდნაძისეულ რეჟიმისას. კერძოდ 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისას, ქვემო ქართლის რეგიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც  მაშინდელმა ფავორიტმა პარტიამ “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” გაიმარჯვა 104%-იანი ხმათა უმრავლესობით.

საუკეთესო სურვილებით,

კავშირი “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” პრეს-სამსახური

ახალი ამბები