ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
591
13.10.2006
პრეს რელიზი
მოახლოებული სასამართლო განაჩენი
17 და 19 ოქტომბერი, 2006
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006 წლის 17 ოქტომბერს 18, ხოლო 19 ოქტომბერს 22 სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.
განაჩენის ტექსტისა და პრეს-რელიზის გაცნობა შესაძლებელი იქნება ადგილობრივი დროით 11 საათზე, სასამართლოს ვებ გვერდზე (http://www.echr.coe.int).
2006 წელი, 17 ოქტომბერი სამშაბათი
დანელია საქართველოს წინააღმდეგ (სარჩელი # 68622/01)
მოსარჩელე დავით დანელია, ეროვნებით ქართველი, დაბადებულია 1973 წელს და ცხოვრობს თბილისში.
1999 წლის აპრილიდან 2000 წლის ოქტომბრამდე მოსარჩელე მუშაობდა თბილისის ციხის საავადმყოფოში დაცვის თანამდებობაზე. 2000 წლის პირველი ოქტომბრის ღამით, მისი მორიგეობის დროს, ციხიდან 12 მსჯავრდებული გაიქცა. 2001 წელს ის გაასამართლეს სერიოზული პროფესიონალური დაუდევრობისათვის და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსარჩელე ჩივის, რომ მას წინასწარი დაკავების საკანში აწამებდნენ. ის ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე (წამების აკრძალვა) და მეცამეტე (ზარალის ეფეტქურად ანაზღაურების უფლება) მუხლებს.
გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ (#. 71678/01)
მოსარჩელე დავით გურგენიძე, ეროვნებით ქართველი, დაბადებული 1957 წელს, ცხოვრობს თბილისში.
1999 წელს მოსარჩელემ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერი. მწერლის რძალმა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, მოსარჩელესთან შეხვედრა ადგილობრივი გაზეთის, „ახალი თაობის“ ჟურნალისტთან ერთად დანიშნა. ამ შეხვედრას მოჰყვა პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუების სერია, ფოტოების თანხლებით, სადაც არჩვაძე-გამსახურდია მას ხელნაწერის მოპარვაში ადანაშაულებდა.
მოსარჩელე აცხადებს, რომ გაზეთში დაბეჭდილმა ინფორმაციამ, ფოტოებთან ერთად, ასევე ქართული სასამართლოს განაჩენმა დაარღვია მისი უფლებები და მოხდა ჩარევა მის პირად ცხოვრებაში. ის ეყრდნობა მერვე (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მეცამეტე (ზიანის ეფექტურად ანაზღაურების უფლება) მუხლებს.