სანკტ-პეტერბურგი.16.10.06.მედიანიუსი. სანკტ-პეტერბურგელი ცნობილი ადვოკატის იური შმიდტის განმარტებით, ქალაქში დაკავებული ქართველები, რომლებიც რუსმა სამართალდამცავებმა დეპორტაციის მიზნით დააპატიმრეს, აუტანელ პირობებში იმყოფებიან. შმიდტის თქმით, მილიციის გამანაწილებლებში ქართველებს სპეციალურად უქმნიან აუტანელ პირობებს და რუსი მილიციელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ აღნიშნული მითითება მათ ზემოდან მიიღეს. რუსი ადვოკატის ინფორმაციით, საკნებში ანტისანიტარია სუფევს რამდენიმე ათეული ქართველი კი ამისთვის სპეციალურად მოყვანილ ვაგონებში არიან ჩაკეტილნი. ადვოკატის განმარტებით, ბევრმა ქართველმა საქართველოში დაბრუნების სურვილი საკუთარი ხარჯით თავად გამოთქვა, მაგრამ ამის საშუალებას მათ რუსი სამართალდამცავები არ აძლევენ. იური შმიდტის განცხადებით, ზემოხსენებული ქმედებები აბსოლუტურად უკანონოა და არანაირ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება.