კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებში არასამთავრობოებმა დარღვევები აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2006

თბილისი.14.12.06.მედიანიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს სასტუმრო 'თორში'  საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის მე-5 შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო.

ანგარიში `ფინანსური გამჭვირვალობისა და საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგის' პროექტის ფარგლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დააფინანსა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მონიტორინგის პროცესში უხეში და მრავალჯერადი კანონდარღვევები გამოავლინა. ასოციაციის იურისტის ნინო ლომოჯარიას თქმით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის იქმნება, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების,  გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები. თუმცა, სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 1.265,255 ლარი გამოიყო, რაც მთლიანი თანხის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.
პრეზიდენტის სარეზერევო ფონდს კი ამ მიზნით არც ერთი ლარი არ დაუხარჯავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ფონდის დანიშნულება ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანია. მისი მართვა სამართლებრივი რეგულირების გარეშეა დარჩენილი და ფონდის კონტროლი ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასოციაციის იურისტის თამარ ჩუგოშვილის თქმით, 2006 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა 30 მილიონი ლარის ნაცვლად, 34 მილიონზე მეტი დახარჯა. ფონდის ძირითადი ნაწილი კულტურულ-გასართობ ღონისძიებებზე იხარჯება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მორიგ ანგარიშს მომავალი წლის გაზაფხულზე წარმოადგენს.

ახალი ამბები