06:49, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველმა გაზეთის რედაქტორის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები გენპროკურატურას გადასცა

19.12.2006
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა  ზუგდიდის რეგიონული გაზეთის - “ღია ბოქლომის” რედაქტორის  ილია ჩაჩიბაიას მიმართ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტი შეისწავლა და მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის,   საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. გენპროკურატურამ კი ეს მასალები სამეგრელო - ზემო სვანეთის  სამხარეო პროკურატურას გადასცა.

სახალხო დამცველის განცხადებით, რომელიც 15 დეკემბერს გავრცელდა, მასალები გადაეცა  ასევე გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს არჩილ გიორგაძეს.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 4 დეკემბერს მოხდა. 
17 წლის ილია ჩაჩიბაია, თავის ახსნა განმარტებაში, რომელიც მან  სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მისცა, ამტკიცებს, რომ მას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის კაბინეტში რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებმა ფიზიკური და მორალურ ი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, ჩაჩიბაიას ცნობით,  4 დეკემბერს იგი ინფორმაციის დასაზუსტებლად  პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსს ლალი გელენავას მიმართა. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ჩაჩიბაიას  გუბერნატორ ზაზა გოროზიას დაცვის უფროსი დიმა მარკოიძე დაუკავშირდა,   ჟურნალისტი მოტყუებით ჩასვეს გელენავას მანქანაში და მიიყვანეს გუბერნატორის კაბინეტში, იქ 4-5 საათით ჩაკეტეს და მუქარი თ აიძულებდნენ დაესახელებინა მის ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთს დახურვით,  პირადად მას კი ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ჩაჩიბაიას წაართვეს მობილური ტელეფონი და დაუმტვრიეს დიქტოფონი. ახსნა-განმარტების თანახმად, ჟურნალისტს რწმუნებულის პრესმდივანმა ლალი გელენავამ დაარტყა, ხოლო დაცვის უფროსი დიმა მარკოიძე „კისერსში წვდა და დახრჍ ?ობით დაემუქრა“. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განაცხადა, რომ შეკითხვაზე - იცოდა თუ არა ზაზა გოროზიამ, მის კაბინეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ, დაცვის უფროსმა უპასუხა, რომ პრეზიდენტის რწმუნებული სრულ საქმის კურსში იყო.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი აპარატის თანამშრომლებმა ახსნა განმარტებები ჩამოართვეს სხვა ადგილობრივ ჟურნალისტებსაც, ამასთან,  პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს..

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოპოვებული მასალებიდან იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა შემდეგი მუხლებით:
მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია, ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
143-ე მუხლი - თავისუფლები ს უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.

წყარო: media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC