კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მე-5 საპყრობილის საამანათო განყოფილება 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა

25 იანვარი, 2007

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტის რეპორტაჟმა თბილისის მე-5 საპყრობილიდან  შედეგი გამოიღო. რეპორტაჟი საპყრობილესთან პატიმრებისთვის ამანათების შეგზავნის პროცედურებს ეხებოდა და დეტალურად აღწერდა როგორ ათენებენ პატიმრების ახლობლები რიგში ღამეებს.

აღნიშნული თემა ჩვენს შემდეგ  ტელევიზიებმაც აიტაცეს. შედეგად კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მე-5 საპყრობილის საამანათო განყოფილება 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საამანათო განყოფილებებში მოქალაქეთა რიგების განტვირთვაა. პატიმრების ახლობლებს საშუალება აქვთ, საპატიმრო ამანათები შაბათის გარდა, კვირის ნებისმიერ დღეს შეაგზავნონ.   

ეკა გულუა

ახალი ამბები