კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის წინააღმდეგ მწერალთა კავშირში სიმბოლური აქცია გაიმართა

23 მარტი, 2007

საქართველოს მწერალთა კავშირის შენობის აივნიდან დღეს თეთრი ტილო გადმოფინეს, რომელზეც სამართლიანობის შესახებ ქართველ კლასიკოსთა გამონათქვამებია წარწერილი.

აქციის მონაწილეებმა - მწერლებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა   ხელი მოაწერეს გალაკტიონის სიტყვებს 'ჩვენი ვალია, დაუნდობელად ვკიცხოთ საკიცხი და საძაგები'.

როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა განაცხადა, ქართველი ხელოვანების შეკრების მიზეზი მხოლოდ ერთი ქართველი ბიჭის ბედისწერა ან შვილმკვდარი დედების ტკივილი არ არის. ქართველმა ინტელიგენციამ იმ კანონის მიმართ თავისი დამოკიდებულების გამოხატვა გადაწყვიტა, რომლის სიმძიმე შემოქმედებითმა კავშირებმა თუ ცალკეულმა ხელოვანებმა უკვე იწვნიეს.

ამჟამად მწერალთა კავშირის შენობაში მოშიმშილე, `თანასწორობის ინსტიტუტის~ წარმომადგენელმა ზურა რთველიაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში ტოტალურად ირღვევა, სასამართლო სისტემა კი პროკურატურისა და ხელისუფლების მსახურადაა ქცეული. მან შემოქმედებითი კავშირებისა და თანასწორობის ინსტიტუტის დღევანდელ ერთობლივ აქციას კონსოლიდაციის ბრწყინვალე მაგალითი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ინტელიგენცია ფეხზე დადგება და მოძალადეებს საკადრის პასუხს გასცემს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები