კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ორგანიზაციებს “ატყავებს”

4 ივლისი, 2007

დღეს გორში მდებარე მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, სალონებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში, გორის საკრებულოს სახელით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს უხსნიდნენ, რომ ქალაქის კეთილმოწყობისთვის იკრიბება მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 30-50 თეთრის ოდენობით.

ასეთი მოქალაქე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისშიც გამოცხადა, რომელმაც ორგანიზაციის დასახელება, ფართის ოდენობა, საბანკო და საგადასახადო რეკვიზიტები მოითხოვა.

სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მოქალაქე ყოველგვარი ოფიციალური მოწმობის გარეშე ითხოვდა რეგისტრაციის და თანხის აკრეფვას. როდესაც მას ოფიციალური საბუთი მოვთხოვეთ, თუ რის მიხედვით კრებდა ,,ობშჩიაკს", წარმოგვიდგინა გორის საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის დადგენილება.

დადგენილებაში, რომელსაც არც საკრებულოს ბეჭედი და არც საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა ჰქონდა, ჩამოთვლილი იყო ის პუნქტები, თუ რა კატეგორიის ორგანიზაციას რა რაოდენობის თანხა უნდა გადაეხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვასილ მახარაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ სიტუაციას გაარკვევდა. გორის საკრებულოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ალბათ მართლაც არსებობს ასეთი დადგენილება და მათი ქმედება კანონიერიაო.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები