კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატრულის“ ოპერატორი დააპატიმრეს

17 ივლისი, 2007

გადაცემა „პატრულის“ კახეთის ბიუროს ტელეოპერატორს ალეკო ყარაულაშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ადამიანის უფლებთა ცენტრს“ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ყარაულაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, კუთვნილი მანქანით გზაზე დავარდნილ მამაკაცს გადაურა. თვითმხილველთა ცნობით, მამაკაცს მანამდე სხვა მანქანა დაეჯახა, რომელიც მიიმალა. ყარაულაშვილმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს მოგვიანებით, შემთხვევის ადგილიდან გასვლის შემდეგ აცნობა. ინციდენტთან დაკავშირებით შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

ალეკო ყარაულაშვილი შს სამინისტროს გადაცემა „პატრულის“ ოპერატორობამდე, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ და „მზის“ კახეთის ბიუროს ოპერატორადაც მუშაობდა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები