კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „იმედი“ საგარეჯოს გამგებლის წინააღმდეგ

17 ივლისი, 2007

კახეთის რეგიონული გაზეთი „იმედი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. გაზეთის რედაქტორის ალბინა აბრამოვას თქმით, საგარეჯოს გამგებელი გარსევან ბუხნიკაშვილი დამოუკიდებელი, რეგიონული მედიის კორესპონდენტებს შეურაცხყოფას აყენებს.

„რამდენიმე დღის წინ, საგარეჯოს გამგებელმა გაზეთ „იმედის“ ერთ-ერთ კორესპონდენტს, რომელმაც მას კომენტარი სთხოვა საგარეჯოს მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით, ნავთობკომპანია „კანარგო - ჯორჯიას“  და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, უზრდელი, თავხედი და პროვოკატორი უწოდა. გამგებლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და მუქარის ჩანაწერი გვაქვს. ბუხნიკაშვილის მხრიდან ეს არ გახლავთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან თავხედობის პირველი შემთხვევა. მან, ცოტა ხნის წინ, საგარეჯოში მომუშავე კორესპონდენტი მიშიკო ლაზაშვილი, გამგეობის სხდომიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აღნიშნული ქმედებას პროტესტი მოჰყვა, გამგებელს პასუხი არავინ მოსთხოვა. მას პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გია ნაცვლიშვილი მფარველობს.  არ გამოვრიცხავთ, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა სწორედ გუბერნატორისგან მოდიოდეს, სხვა შემთხვევაში გამგებელი მისგან შენიშვნას მაინც მიიღებდა,“- აღნიშნავს გაზეთ „იმედის“ რედაქტორი.

მისივე თქმით, რედაქცია საგარეჯოს გამგებლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ საგარეჯოს გამგებელს წერილობითი მოთხოვნა უკვე გაუგზავნეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაზეთი „იმედი“ საგარეჯოს გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სარჩელის შეტანას გეგმავს.

გაზეთ „იმედის“ რედაქციის პრეტენზიებთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კომენტარს არ აკეთებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები