კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 წლის პატიმარი საპყრობილეში რამდენჯერმე სცემეს

26 ივლისი, 2007

19 წლის იგორ სავკო, ბათუმის მე-3 საპყრობილეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მ. ხამაშურიძის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანებით მოათავსეს. დაკავებულის მშობლები კი აცხადებენ, რომ მათ შვილს ხულიგნობა არ ჩაუდენია.

როგორც მათ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, იგორ სავკო შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ის საპყრობილეში, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა უკვე ორჯერ სცემეს. პირველად თბილისის, ხოლო მეორედ ბათუმის საპყრობილეში. ბრალდებულის მამის, ვლადიმერ სავკოს განცხადებით, მისი შვილი ფსიქიურად არის დაავადებული და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. დაკავებულის მშობლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პატიმარს სასამართლო - ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა, შესაბამისი დასკვნა ექსპერტიზის დამნიშვნელს ჯერ არ გადასცემია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში ვლადიმერ სავკო აცხადებს, რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. იგი იგორ სავკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

იგორ სავკოს ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიუროს ადვოკატი ბაკურ ბოლქვაძე იცავს.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს, სახალხო დამცველის აპარატს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები