თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის მხარემ მეორე ინსტანციის სასამართლოში 30 სექტემბერს გაასაჩივრა.
როგორც ეკა ბესელიამ "მედიანიუსს" განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და არც ფაქტობრივი და არც ფორმალური მტკიცებულებები მის მისაღებად არ არსებობდა. ამასთან, სასამართლო სხდომას დაცვის მხარე არ დასწრებია. რაც შეეხება სახაზინო ადვოკატს, ის თბილსის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას თვითნებურად ესწრებოდა, რადგან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მასზე უარი თქვა.
ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის დასადასტურებლად სხვა არგუმენტებიც არსებობს.
წყარო: მედიანიუსი