კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ზუგდიდში პარლამენტართა ცემაში ეჭვმიტანილთა დასჯას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2007
 საქართველოს სახალხო დამცველი  სოზარ სუბარი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა 28 ოქტომბერს ზუგდიდის აქციის დარბევაში მონაწილე პირების მიმართ. ესენი არიან: გოგა ღურწკაია, გიორგი სამუშია, ვიქტორ მიქაია, ირაკლი მიქაია, გიორგი მანია, აკაკი როგავა და მანუჩარ ფუტკარაძე.

როგორც სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პირების საქმე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 29 ოქტომბერს განიხილა და მათ ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რაც არაადეკვატური სასჯელია.

„ტელეკომპანიების ვიდეომასალიდან  კარგად ჩანს, რომ სამართალდამრღვევები ლანძღვა-გინებასთან ერთად დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დარბევაში მონაწილე ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევისა და დევნის მუხლებით უნდა აღიძრას. გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიმართაც უნდა დაიწყოს, რომლებიც სავარაუდოდ, თავადაც მონაწილეობდნენ აქციის დარბევაში; ამდენად სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ის პირებიც უნდა მიეცნენ, რომლებმაც არ აღკვეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება და გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილება.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები