10:33, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

Human Rights Watch: პოლიცია დემონსტრანტებს მეორე დღესაც არბევს

08.11.2007
2007 წლის 8 ნოემბერი

სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობამ საშინაო და საგარეო მაუწყებლობაზე შეზღუდვები დააწესა.

New York, 2007 წლის 8 ნოემბერი)- პროტესტის მეორე დღეს პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად შავი ზღვის პირა ქ. ბათუმში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და სადაც სტუდენტთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოსახატავად- აცხადებს Human Rights Watch. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ანტი-სახელმწიფოებრივი დემონსტრაციებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პასუხად. თბილისის ქუჩები დეკრეტის გამოცხადების პირველივე დღეს პოლიციის ოფიცრებით აივსო.

8 ნოემბერს, დაახლოებით დილის 9:30 საათზე, რამდენიმე სტუდენტი შეიკრიბა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა წინა დღეს თბილისში პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე გაეპროტესტებინა. Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ პოლიცია სტუდენტთა ჯგუფს გაფრთხილების გარეშე დაესხა თავს და დემონსტრანტებს, რომლებიც გაქცევას შეეცადნენ, დაედევნენ და ცემა დაუწყეს.

“ეს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის გზით მოვიდა და მას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალების მიცემა,”- განაცხადა Human Rights Watch-ის  ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰოლი კარტნერმა. დემონსტრანტების ცემა და მედია საშუალებების დახურვა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ეფუძნებოდა.”

საქართველოს მოსახლეობა, რომლისთვისაც ტელევიზია წარმოადგენდა ერთადერთ საშუალებას მიეღო შესაბამისი ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამჟამად ინფორმაციულ ვაკუუმშია და ნაკლებ ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე გუშინ ორი ტელევიზია დახურა. დღესვე ადგილობრივმა საკაბელო ტელევიზამ შეწყვიტა BBC-ის, CNN-ისა და სხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების მაუწყებლობა. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძო ტელეკომპანიებსა და რადიო სადგურებს, გარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“, უზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა შეზღუდვები არ ვრცელდება პრესასა და ელექტრონულ მედიაზე, გაზეთების უმეტესობას აქვს მცირედი ბრუნვა და ქვეყნის მხოლოდ 7%-ისათვის არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. თბილისში დღეს შუადღემდე ყველა გაზეთი გაიყიდა.

Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე სტუდენტი, პროფესორი და ჟურნალისტი გამოკითხეს. ისინი თვითმხილველები გახდნენ იმ ფაქტისა, თუ რა მეთოდებით გაუსწორდა პოლიცია 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტობას. დაახლოებით 30-დან 50-მდე გამძვინვარებული პილიციელი დაესხა სტუდენტთა ჯგუფს, შემდეგ გამოედევნენ სტუდენტებს და მათ, ვინც გაქცევა სცადა, ცემა დაუწყეს. Pპოლიციას არანაირი გაფრთხილება არ მიუცია შეკრებილი ადამინაებისათვის. ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღწერა, თუ როგორ სცემდა 5 პოლიციელი ერთ სტუდენტს რომელიც უნივერსიტეტის შენობაში შევარდა და კიბეებზე ასვლისას წაიქცა. პოლიციელები დანარჩენ სტუდენტებს აუდიტორიებში დაედევნენ. ზოგიერთმა სტუდენტმა გაქცევის მიზნით პირველი სართულის ფანჯრები ჩალეწა. პოლიციამ სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საქართველოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადმოსცა, რომ 7 სტუდენტი დაშავდა და ისინი დაუყოვნებლივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც სტუდენტები გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, ქვეყნაში იკრძალება საზოგადოებრივი შეკრებები. რამდენადაც ოფიციალურმა პირებმა არ განმარტეს დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთელ საქართველოს ეხებოდა თუ მარტო თბილისს, სტუდენტები შეცდომაში შევიდნენ. 7 ნოემბერს ღამის 10 საათზე პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მხოლოდ თბილისს ეხებოდა, თუმცა 8 ნოემბერს, დღის 1 საათზე, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ საზოგადოებას აუწყა, რომ ზემოთაღნიშნული დეკრეტი მთელს საქართველოში ვრცელდებოდა. ბათუმის უნივერსიტეტის დემონსტრანტებმა Human Rights Watch-თან საუბრისას დაადასტურეს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ საპროტესტო აქციებში ამ დეკრეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია რომ ჰქონოდათ.

“საგანგებო მდგომარეობისას საქართველოს მთავრობას შეუძლია გარკვეული უფლებები შეზღუდოს და არა პოლიციელები გაგზავნოს მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად.”- აცხადებს კარტნერი. “ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და გამოააშკარაოს ყველა ის პირი, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ.”

საღამოს 7 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 5 ნოემბერს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, ხოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარება მოითხოვა, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა ძალაში რჩება და 48 საათის ვადაში ანუ ხვალ პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეთანხმება (ICCPR), რომელსაც საქართველოცაა მიერთებული, აცხადებს, რომ მთავრობას აქვს უფლება საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, როცა ერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და არა თითოეული კატასტროფის ან არეულობის დროს. შესაბამისად, ხელისუფლებამ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა დროს გამოიყენოს ეს უფლება და ქვეყანაში არსებული ყოველი მღელვარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საბაბად არ გამოიყენოს. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს სიტუაციიდან გამომდინარე. ხელისუფლება ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც საგანგებო მდგომარეობისას, ადამიანების სიცოცხლის უფლება, თავისუფლება, უსაფრთხოება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება, სინდისის, რელიგიის და სხვა უფლებები დაიცვას. ასევე ადამიანები დაიცვას წამებისაგან და არასასურველი მოპყრობისაგან. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაც იმავე უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

თუ გაინტერესებთ Human  Rights Watch-ის სტატიები თბილისის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ შესაბამის საიტს:

http://hrw.org/english/docs/2007/11/08/georgi17267.htm

დამატებითი ინფორმაციისათვის კი დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

NY-ში, ჯეინ ბუხანანი (ინგლისი, რუსეთი): +1-212-216-1857; ორ +1-917-553-4315 (მობილური)

NY-ში, რეიჩელ დენბერი (ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი): +1-212-216-1266; ან +1-917-916-1266 (მობილური)

ბრიუსელი, რიიდ ბროდი (ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია): +32-498-625786 (მობილური)


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC