კორუფცია
26 ოქტომბერი, 2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გორის ახალი საკრებულო 2007 წლის 30 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ საეჭვო კომპანია ,,გალავანი 2007"-თან თანამშრომლობას აგრძელებდა. ეს ის კომპანიაა, რომელზეც შიდა ქართლის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე 2007 წლის 12 სექტემბრის ბრიფინგზე საუბრობდა. პროკურატურა ყოფილ გამგებელს, ვასილ მახარაშვილს სწორედ იმაში სდებდა ბრალს, რომ მან 30 000 ლარი უკანონოდ გადაურიცხა შპს ,,გალავან 2007"-ს, რომელიც დაკავებული გამგებლის სიმამრის, ირაკლი მელაძის საკუთრებაა.