მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჟურნალისტებს „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ დაეხმარება
23 თებერვალი, 2010
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ შექმნა ბოლო დროს გახშირებული ფაქტების გამო გადაწყვიტა. იგულისხმება რეგიონული (და არა მხოლოდ) მედიის წარმომადგენლებზე ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის არაერთი შემთხვევა. სამართლებრივი დაცვის ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტურ საქმიანობაში დახმარებას სთავაზობს.
„შავი პიარის“ ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ
23 თებერვალი, 2010
ჩვენი პუბლიკაცია მზად იყო, როცა გაზეთ „ვერსიაში“ დაიბეჭდა სტატია - „ვინ არის აგენტი კოდური სახელით „შვარციკა“ და რა შიფროგრამები გამოქვეყნდა ინტერნეტ-საიტებზე“. სტატია „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ერთ-ერთ წევრს, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელს, არნოლდ სტეპანიანს ეხება. „ვერსია“, პრაქტიკულად, ადასტურებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისათვის. ამ მხრივ, როგორც ჩანს, სპეციალური დავალება აქვს მიღებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, სადაც იწერება რუსული ზღაპრები „არასამთავრობო ორგანიზაციებში თბილად მოკალათებული“ აგენტების შესახებ. შემდეგ ეტაპზე კი ეს ზღაპრები კარგად იფუთება და ვრცელდება მედიაში.
ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას მხარდამჭერების დატერორებაში ადანაშაულებს
23 თებერვალი, 2010
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მხარდამჭერების დატერორებაში ადანაშაულებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშინების შედეგად პარტიის გურჯაანის ორგანიზაცია 19-მა აქტივისტმა დატოვა, 3 მხარდამჭერი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციას შპს „გემოს“ და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები კატეგორიულად უარყოფენ.
საქართველო: წამყვანი ქართველი ჟურნალისტის სიცოცხლე საფრთხეშია
23 თებერვალი, 2010
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის – OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი“, „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“, „ფრონტლაინი“ და „მე-19 მუხლი“ გმობენ გამომძიებელი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ დევნასა და ზეწოლას, ასევე მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას.
პატიმარმა ჯერ პირი და თვალები ამოიკერა, მერე კი სხეული ბასრი საგნით დაისერა
22 თებერვალი, 2010
აპოლონ გიორგაძემ 15 თებერვალს - პირი, 16 თებერვალს კი თვალები ამოიკერა. პროტესტის ასეთი ფორმის მიზეზი ერთადერთია - გიორგაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. კერძოდ, მას ქურდული სამყაროს წევრობისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 8 თებერვალს დამატებით 6 წელი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის 10 თვე მიუსაჯა. მანამდე მსჯავრდებულს ყაჩაღობის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ამჟამად მას მსჯავრის მხოლოდ 5 წელი აქვს მოხდილი. პატიმარი არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს.
„სინანულის სანაპირო“ – ფილმი აფხაზებისა და ქართველების საერთო ტკივილზე
22 თებერვალი, 2010
19 თებერვალს „კინოს სახლის“ მცირე დარბაზში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის „სინანულის სანაპიროს“ პრემიერა წარმოადგინა. 45-წუთიანი ფილმი აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე.
მოსკოვი აფხაზეთზე კონტროლს ამკაცრებს
22 თებერვალი, 2010
17 თებერვალს რუსეთმა აფხაზეთთან სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებების პაკეტი გააფორმა, რაც საქართველოს აჯანყებულ რეგიონზე მოსკოვის კონტროლს გაამკაცრებს.
ბაღაფში: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ეს არ შეიცვლება“
22 თებერვალი, 2010
რუსულ-აფხაზური ურთიერთობები თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა მას მერე, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს ამ აჯანყებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. სულ ახლახანს კი დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისი საყოველთაოდ არაღიარებული ტერიტორია რუსეთთან საბაჟო კავშირში გაერთიანების საკითხს განიხილავს, რომელიც ხელს შეუწყობს რუსული ბაზრის გახსნას აფხაზეთისთვის, ასევე მის ტერიტორიაზე ინვესტიციების გაზრდას.
„თავისუფლება ძნელია, როცა ქალაქში მკვლელია!“- მანიფესტაცია პოლიტპატიმართა მხარდასაჭერად
18 თებერვალი, 2010
18 თებერვალს „კონსერვატიული პარტიის“, „ხალხის პარტიისა“ და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მეტროსადგურ „წერეთლიდან“ „დიდუბემდე“ მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.
აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება
18 თებერვალი, 2010
სააღსრულებო დეპარტამენტის იმერეთის ბიუროში აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. დაზარალებული მოქალაქეები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და საქმის ბოლომდე მიყვანას ითხოვენ. იურისტთა განმარტებით, აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემური საკითხია და იგი მთელი რიგი მიზეზებითაა გამოწვეული.
ხელისუფლებამ საარჩევნოდ ქამრებიც მოიხსნა და აღვირიც
17 თებერვალი, 2010
ექსპერტების აზრით, სახელმწიფო აპარატებში მომუშავე ჩინოვნიკების რაოდენობრივი ზრდა პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს ისევ გამოიყენებს. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არათუ არ დაწყებულა, პირიქით, რეგიონებში მიმდინარე პროცესები „ქამრების შემოხსნას“ უფრო ჰგავს. ექსპერტთა მოსაზრებით, ეს ყველაფერი არჩევნების პერიოდში აღვირახსნილობაში გადაიზრდება.
თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ადამიანების გატაცებაში ეჯიბრება
17 თებერვალი, 2010
ჟენევის მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გენადი პლიევის, ქართული დელეგაცია კი - მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვს. პლიევი საქართველოს შსს-ს ტყვეობაშია, ახვლედიანი კი ცხინვალის ციხეში ზის. ქართული და ოსური დელეგაცია ერთმანეთს ჯიუტი თხებივით არაფერს უთმობს. ადამიანების გატაცებებსაც ბოლო არ უჩანს.
დევნილები აუტანელ პირობებს უჩივიან
17 თებერვალი, 2010
„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში დაამტკიცა. მისი განხორციელება დაწყებულია და იგი 84 900 დევნილისთვის ახალი კორპუსების, 11 500 დევნილისთვის კი, ახალი კერძო სახლების აშენებას გულისხმობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 75 მლნ ლარის საერთო ღირებულების 86 კონტრაქტი აქვს დადებული. აქედან, ქვეყნის მასშტაბით სულ 17, ქუთაისში კი, ოთხი დევნილთა კოლექტიური ცენტრია რეაბილიტირებული. თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ - უხარისხოდ.
ჟურნალისტები გამომცემლების თვითნებობისგან სრულიად დაუცველები არიან
16 თებერვალი, 2010
ქართულ მედიაში შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის საკითხი კვლავ პრობლემატურია. იურისტების შეფასებით, აღნიშნული მექანიზმი მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათივე თქმით, ხელშეკრულება, პირველ რიგში, მედიამფლობელისგან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თავიდან აცილების გარანტიას წარმოადგენს. მედიასაშუალებები ჟურნალისტებს შრომით ხელშეკრულებებს მაშინაც კი არ უფორმებდნენ, როცა შრომის კოდექსი დამქირავებელს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას ავალდებულებდა. მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაურესდა, რაც შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების დადების ვალდებულება გაუქმდა.
რატომ აჭიანურებს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმის დაწყებას
16 თებერვალი, 2010
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვამდე, საზოგადოებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა სამოქალაქო სარჩელით მიმდინარე სასამართლო განხილვა საქართველოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 40 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. თუმცა, დაზარალებულის ოჯახი მორალური კომპენსაციისთვის 200 000 ლარს ითხოვდა.
„სინანულის სანაპირო“
15 თებერვალი, 2010
ფილმს, რომელიც რეჟისორმა ნიკო წულაძემ ევროპული ფონდის „თავისუფალ ხელოვანთა კავშირისა“ და საქართველოს კინოცენტრის თანადაფინანსებით გადაიღო, „სინანულის სანაპირო“ ჰქვია და დევნილობაში მყოფ იმ აფხაზებზე მოგვითხრობს, ვინც სხვადასხვა დროს შავი ზღვის სანაპიროდან აყარეს და თურქეთში გადაასახლეს.
ცილისწამება და ზიზღი თბილისში - ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს ტალახს ესვრიან
15 თებერვალი, 2010
თბილისის ცენტრალურ გამზირზე დიდი კუსტარული სარეკლამო ბანერი დგას, რომელზეც ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის, ნათიას ფოტოებია გამოსახული. უკან კი ფონად არა თბილისის, არამედ მანჰეტენის ბრჭყვიალა ჰორიზონტი მოსჩანს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმრის წამებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში რეაგირებენ, თუკი მათ ამას პატიმარი ეტყვის
15 თებერვალი, 2010
გლდანის # 8 საპყრობილეში პატიმარ დანიელ დენისევიჩის ცემის ფაქტზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია 27 იანვარს გაავრცელა http://humanrights.ge/index.php?a=news&id=7447&lang=ge. ინფორმაციაში ვწერდით, რომ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა პატიმარი 25 იანვარს მოინახულა და ცემის ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.
„გურამ დონაძის ტელევიზიის“ იერიში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ
12 თებერვალი, 2010
„ამაზრზენი“, „საშინელი სიბინძურე“, „პროპაგანდისტული მეთოდი“, „ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი“, - ასე შეაფასეს ცნობილმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „რეალ ტი ვის“ ეთერით გასული სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის დისკრეტიდაციას ისახავდა მიზნად.
პოლიცია ჟურნალისტებს ატერორებს
12 თებერვალი, 2010
8 თებერვალს „გურია ნიუსმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტების დაშინების, გადაბირების ფაქტებზე და რეგიონული მედიის უმძიმეს მდგომარეობაზე. იმავე დღეს, ანუ 8 თებერვალს ოზურგეთის პოლიციის მაღალჩინოსნებმა „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტი ირაკლი დოლიძე დააკავეს.