მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
კოალიცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესს აპროტესტებს
30 მაისი, 2017
იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის განცხადება გადადგომის შესახებ 4 დღის წინ მიიღეს, რის შემდეგაც 29 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. გუშინდელი სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მესამე სექტორის ნაწილისთვის საეჭვოა ვალერი ცერცვაძის მიერ 4 დღის წინ თანამდებობის დატოვება. არასამთავრობო ოორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მან პოსტი იმიტომ დატოვა, რომ ადგილი მისი ადგილმონაცვლისთვის გაეთავისუფლებინა.
აღარ აირჩიოთ - საპროტესტო პლაკატები გორში
24 მაისი, 2017
ქალაქ გორის საკრებულოს ცხრა წევრის პლაკატები გორში საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და მიწისქვეშა გადასასვლელში გამოაკრეს. საზოგადოების ნაწილის პროტესტი 19 მაისს საკრებულოს სხდომაზე მათი მხრიდან მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის მოწონებამ გამოიწვია. სხდომას 15 დეპუტატიდან 13 ესწრებოდა, საკითხს მხარი საკრებულოს ცხრა წევრმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ,,ქართული ოცნებისა” და ,,ქართული პარტიის" და დამოუკიდებელი წევრები.
მოსახლეობას ხელისუფლების დახმარების იმედი არ აქვს
23 მაისი, 2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცოვრებ ნათელა მაყაშვილს ერთი თვის წინ, ყინვის შედეგად, ხეხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურდა. მისი ოჯახი იმედს ბოსტნეულზე ამყარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ბოსტნეულიც გაუნადგურა.
სიღნაღის პოლიციაში 37 წლის მამაკაცს ნეკნები ჩაუმტვრიეს
23 მაისი, 2017
37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს, სხეულის დაზიანებების გარეშე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისას სისხლნაჟღენთები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და მენჯის არეში. იზოლატორში ყოფნისას, ერთ ღამეში 2–ჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. სააადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას მე–6, მე–7 და მე–8 ნეკნების მოტეხილობა აქვს. ვლადიმერ მჭედლიშვილის თქმით, ის სიღნაღის პოლიციის შენობაში პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა.
როგორ „ზოგავს“ ბიუჯეტს ახმეტის გამგებელი - ქალაქში გაუქმებული წყლები და ვიზიტი აშშ-ში
23 მაისი, 2017
ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ახმეტის ცენტრში სასმელი წყლის ყველა წერტილი ბიუჯეტის დაზოგვის მოტივით გააუქმებინა, მეორე დღეს კი იმავე ბიუჯეტის ხარჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-დღიანი მივლინებით გაემგზავრა. გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს ბექა ბაიდაურის მესამე ვიზიტია აშშ-ში. საერთო ჯამში მან 10-ზე მეტ სახელმწიფოში რამდენჯერმე იმოგზაურა.
კონსტიტუციის სახალხო განხილვა თბილისში ვერ შედგა
16 მაისი, 2017
თბილისში 15 მაისს კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა ფილარმონიაში ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამშაბათს გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და გადაწყდება, როგორ გაგრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი.
პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს
3 მაისი, 2017
ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.