მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება
11 მარტი, 2013
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება; საკანონმდებლო ცვლილებებს ასევე ექნება უკუქმედების ძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის საფუძველზე იხდიან.
ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
11 მარტი, 2013
იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. კახეთის საოლქო პროკურატურა დავით ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განუცხადა, დავით ადეიშვილმა, 2005 წელს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, აიძულა თელავის ბაზრის მესაკუთრეები, წილი ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ.
ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა
7 მარტი, 2013
ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიმ, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა. ახალაიას წამების ორგანიზებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი.იმავე საქმეში ბრალდებულმა დანარჩენმა პირებმაც, მათ შორის პრობაციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაგა მკურნალიძემ და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ 5 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადეს.
მედიას სასამართლო სხდომების გაშუქებაზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნება
7 მარტი, 2013
მედიას სასამართლო სხდომების გაშუქებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ხუთ წელზე მეტი ხნის მანძილზე მოქმედებდა, მოეხსნება იმ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა 6 მარტს მესამე მოსმენით 101 ხმით მიიღო.
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დისკუსია იგეგმება
7 მარტი, 2013
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.
ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული და დაზარალებული პროკურატურას საქმის გადახედვისკენ ერთობლივად მოუწოდებენ
5 მარტი, 2013
მამუკა ზარქუა უკვე მე-10 წელია, სასჯელს იხდის და როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, რომლის დროსაც მოქალაქე გივი ჯანჯღავა დაიღუპა. მამუკა ზარქუა, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი მის ბრალეულობას არ სცნობენ. მოკლულის მეუღლე მადონა კაჭარავა კი აცხადებს, რომ დამნაშავე ზარქუა არ არის და ნამდვილი ბოროტმოქმედების ვინაობა იცის.
სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ ცვლილებები პარლამენტმა 6 მარტს უნდა დაამტკიცოს
5 მარტი, 2013
სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოახერხა.
პატიმრების წამებასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა
4 მარტი, 2013
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვაჟა ფუხაშვილმა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესზე დასწრებას მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეები შეძლებენ.