13:08, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რელიგია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-12-05
მართლმადიდებლები მუსლიმებს ახლა წინწყაროში დაუპირისპირდნენ
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.

2012-11-16
არასამთავრობო ორგანიზაციები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც გურიის მასმედიის წარმომადგენლები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

2012-07-27
ნინა ხატისკაცი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან“ გაათავისუფლეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა.
2012-06-13
იეჰოვას მოწმის შვილის მართლმადიდებლად მონათვლის ისტორია
ონში მცხოვრები იეჰოვას მოწმე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ გასულ კვირას ონში მასთან შეთანხმების გარეშე მართლმადიდებლად მონათლეს მისი 13 წლის გოგონა. გოგონას დედა ამბობს, რომ მართლმადიდებლად მონათვლა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ინა შერაზადიშვილის უშუალო ჩარევით, დედასთან შეთანხმების გარეშე მოხდა.

2012-05-16
უნდა ისჯებოდეს თუ არა საჯარო სიძულვილი?
უნდა ისჯებოდეს თუ არა „სიძულვილის ენა“ კანონით?! ეს კითხვა სქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის. საჯაროდ გავრცელებული სიძულვილის შემცველი მოსაზრებებისადმი თანამედროვე მსოფლიოში ორგვარი მიდგომა არსებობს -ამერიკული და ევროპული. ევროპული მიდგომის მიხედვით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია და ის საერთოდ არაა გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამერიკული მიდგომით კი, სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით არ ისჯება.

2012-05-14
სხვადასხვა კონფესიებმა საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს
10 მაისს „გერმანულ სახლში“ გამართული ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ვაგიფ აკპეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აკპეროვი საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის მიერ აზიზიეს მეჩეთის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა. გოგოტიშვილის თქმით, სულთანი აბდულ აზიზი ქრისტიანებს ხოცავდა და საქართველოში მისი სახელობის მეჩეთის აშენება იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

2012-05-08
სამოქალაქო საზოგადოება გამკაცრებული კანონის პრაქტიკაში განხორციელებას ელოდება
ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა  ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დანაშაული რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. ექსპერტები ამ კანონს დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ იგი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციული მექანიზმი იქნება.

2012-04-30
როგორ აშუქებს ქართული მედია რელიგიურ თემებს
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართული მედია რელიგიურ თემაზე  ყველაზე ხშირად აშუქებს: მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს, ახალი მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობას და ძველების რეაბილიტაციას, საქართველოს საპატრიარქოს ღონისძიებებსა და მართლმადიდებლურ ცერემონიებს.

2012-04-25
რელიგიური უმცირესობა ქართული ბიუროკრატიის ლაბირინთებში
როგორც ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რუსთავში არსებულ სალოცავთან დაკავშირებით, ქალაქის ადმინისტრაციისგან ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებათ. ამ საკითხზე, ევანგელისტურ-პრრიტესტანტული ეკლესიის პასტორი გიორგი ჩიტაძე გვესაუბრა.

2012-04-18
აკრძალვის მიუხედავად საჯარო სკოლებში სამლოცველოები ისევ არსებობს
სკოლის ეზოში ხალხმრავლობაა. მშობლები პატარა ჯგუფებად დგანან და სახეზე მოუთმენლობა ეტყობათ. როგორც ჩანს, პირველი სმენის გაკვეთილები დასრულდა და  შვილებს ელიან. მე სკოლის შენობაში არსებული ეკლესიის შესასვლელს ვეძებ. როგორც აღმოჩნდა, ეკლესიაში მოხვედრა არა ცენტრალური, არამედ სკოლის გვერდითა შესასვლელიდანა არის შესაძლებელი.

2012-04-10
იეჰოვას მოწმეთა დევნა სახალხო დამცველის ანგარიშში
რამდენიმე თვეა, ქარელის რაიონულ პროკურატურაში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რელიგიური დევნის მუხლით. საქმე ეხება მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

2012-04-04
იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ
იეჰოვას მოწმეებს ომარ აზნაურაშვილსა და ბონდო ჯავახიშვილს, ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო კომისარიატში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.  აზნაურაშვილი და ჯავახიშვილი წვევამდელები არიან. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.

2012-04-01
„უფლებების ჩამორთმევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” - 2011 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში „უფლებების ჩამორთმევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ ასახავს 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებს. ანგარიში მიმოიხილავს წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზედმეტად ფართო ფორმულირებებით, ბუნდოვანი ტერმინოლოგიითა და გაუმართლებლად მკაცრი სანქციებით არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. 
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC