კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა

4 ივლისი, 2012

საქართველოში ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომედაციების პრეზენტაცია 3 ივლისს „თბილისი მარიოტში“ შედგა.

პრეზენტაციას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რელიგიურ საბჭოში შემავალი 25 ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული რეკომენდაციები შესაბამის სტრუქტურებს დაეგზავნებათ.
როგორც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა განაცხადა, ამ რეკომენდაციებზე რელიგიათა ცენტრი 2010 წლიდან მუშაობს.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა.

ეკა ბახუტაშვილი, პალიტრა ტვ

ახალი ამბები