გაზეთების მსოფლიო ასოციაციამ ვენაში გამართულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია საქართველოში 7 ნოემბრის აქციის დაშლისას ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული ძალადობა.
ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები.
გაზეთების მსოფლიო ასოციაციამ ანალოგიური დადგენილება მიიღო ჩინეთთან, სომალისთან, ბირმასთან, აზერბაიჯანთან და პაკისტანთან დაკავშირებით.
წყარო: მედიანიუსი