კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუშინდელი აქციის შემდეგ დაკავებული პირები გაათავისუფლეს

17 მარტი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაციების გუშინდელი მიტინგის შემდეგ დაკავებული რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციამ გაათავისუფლა.

ერთ-ერთი დაკავებულის ნიკოლოზ გობეჩიას განცხადებით, წუხელ   სამ მეგობართან ერთად, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციამ ოპერასთან მაშინ დააკავა, როდესაც ტაქსში სხდებოდნენ.

„თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა დაგვინახა ტაქსში რომ ვსხდებოდით. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, პოლიცია დაგვაკავებსო და მართლაც 5 წუთში დაგვაკავეს. ჩემი მეგობარი წინა აქციების დროსაც ჰყავდა პოლიციას დაკავებული და იცნობდა გეგეჭკორი“ - განაცხადა გობეჩიამ.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები