კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ოქრუაშვილის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელს სცემეს

27 აპრილი, 2009

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე  მოძრაობის ახალგაზრდული  ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლერი ლაფაჩმა განაცხადა, 25 აპრილს გორში ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მარტინენკოს ოთხი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.

ლერი ლაფაჩის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები საპროტესტო აქციების განმავლობაში ხშირად ხორციელდება.

„25 აპრილს საკუთარი  სახლის სადარბაზოსთან გაჩერდა, სავარაუდოდ, ფოლკსვაგენ პასაჟის ტიპის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა 4 ნიღბიანი და ხელკეტებით სასტიკად გამისწორდა. ასევე მათგან მივიღე გაფრთხილება, რომ საპროტესტო აქციებში თუ მივიღებდი მონაწილეობას, ანალოგიურად გამისწორდებოდნენ“, _ აღნიშნა გიორგი მარტინენკომ.

აღნიშნულ ფაქტს შეფასება მისცა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს,  აგრესია, დაშინება და მუქარა რეგიონებშიც განახორციელოს.

ბესელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური ღონისძიებები გაგრძელდება, ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ აიღებს საზოგადოების რეაქციაზე, რასაც  მდგომარეობის ქაოსურობა მოჰყვება და პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება.

„ვავლებ პარალელს 2008 წლის 23 მაისის არჩევნების წინა პერიოდზე. სწორედ იგივე ხერხებით ნაცემი იყო ოპოზიციის 14 მომხრე, რაც საზოგადოებაზე  ფსიქოლოგიური ზემოქმედებას ემსახურებოდა. ახლაც იგივე ხორციელდება. დაფიქსირებულია 80 შემთხვევა აქციების დაწყების დღიდან, რომელიც ერთი და იგივე ხელწერით ხორციელდება. ვაფრთხილებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება და დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების რეაგირების შემდეგ ამას მოჰყვება ქაოტური მდგომარეობა, რაც მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება“, _ აღნიშნა ეკას ბესელიამ.

წყარო „მედიანიუსი“

ახალი ამბები