კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია კრიალაშვილის მეგობრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება

11 ივნისი, 2009

მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულ, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ გია კრიალაშვილის მეგობრის, კიევში მცხოვრები ბიზნესმების ილია რამიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება.

როგორც გაზეთ „ყველა სიახლის“ დეღავენდელ ნომერში რამიშვილის ადვოკატი ნოდარ ფეიქრიშვილი აცხადებს, მუხროვანის ამბოხების შემდეგ, 15 მაისს ილია რამიშვილის ოჯახის წევრებთან სამართალდამცავები მივიდნენ და შეატყობინეს, რომ ბრალი ჰქონდა წაყენებული იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში. მისი სახლის სარდაფიდან კი ერთი ტრაილერი იარაღი ამოიღეს. ადვოკატის თქმით, თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე 3-სართულიანი სახლი რამიშვილს 7 წელია, გაქირავებული აქვს და იქ სასტუმროა განთავსებული.

„როგორც ბრალდების მხარე ამბობს, სახლის სარდაფიდან ამოღებულია ოთხი ერთეული „კალაშნიკოვის“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 8 მჭიდით, 240 სამხედრო ვაზნა, ხელის ტანკსაწინააღმდეგო მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნის გამშვები მოწყობილობა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა; კერძოდ, სამი ჭურვი და მათი გამტყორცნი სამი ძრავა. გამოძიების მტკიცებით, იარაღი ზუბალაშვილების #36-ში მდებარე შენობაში 8-9 აპრილს შეიტანეს, თუმცა რით ადასტურებენ ამ გარემოებას, უცნობია",- განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ამბობენ, ილია რამიშვილმა საბრძოლო მასალა კრიალაშვილთან ერთად შეიტანა სასტუმროს სარდაფში. მისივე თქმით, 16 მისის შემდეგ სასტუმრო დალუქულია. ოპერაცია კი სასტუმროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმ ჩაატარა. ადვოკატის თქმით, რამიშვილს ჯართან, იარაღთან და პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია. ადვოკატი რამიშვილის თანამონაწილეობას ამბოხში გამორიცხავს. მისივე თქმით, სარდაფში იარაღი საერთოდ არ ყოფილა და ამას დაამტკიცებს.

„სარდაფს მაწანწალები იყენებდნენ, არც კარი აქვს და არც ფანჯრები. იქნებ, აგვიხსნან, ერთი თვის განმავლობაში ამხელა არსენალს ფარღალალა სარდაფში ვინ შეინახავდა",- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმის მასალებს არ აცნობენ. გაზეთთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდებიან, ხოლო იმ ფაქტს, რომ ადვოკატს საქმის მასალებს არ აცნობენ, სახალხო დამცველის აპარატში საპროცესო დარღვევას უწოდებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები