კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპრესიები გრძელდება - დააკავეს სამი ახალგაზრდა

15 ივნისი, 2009

დღეს, საღამოს პოლიციის მიერ დაკავებულ იქნენ მოძრაობა “რატომ”-ის წევრები დავით ფაცაცია, კახა ბეიტრიშვილი და კახა გიორგანაშვილი. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა რომ მობილიზებულია პოლიციის მანქანები ახალგაზრდული მოძრაობის სხვა წევრების სახლებთან და ოფისებთან და როგორც ამბობენ, მოსალოდნელია სხვა პირების დაპატიმრებაც. დაკავებულებს ბრალად სავარაუდოდ წაუყენებენ დღეს პარლამენტის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

ადამაინის უფლებათა ცენტრი გმობს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული პირების დაკავებას და მას მიიჩნევს რეპრესიების გაგრძელების მცდელობად. ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ.
 

ახალი ამბები