კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულის მშობლები სამართალს ეძებენ

13 ნოემბერი, 2009

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დახმარებისთვის მსჯავრდებულ სერგო მიქაძის მშობლებმა მიმართეს. საქმე ეხება 2005 წლის 11 აგვისტოს ქობულეთში მომხდარ დანაშაულს. გამოძიების ვერსიით, სერგო მიქაძე, „გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად“, ზღვის სანაპიროზე თავს დაესხა მოქალაქე მურმან ჯინჭარაძეს და იარაღის მუქარით მობილური ტელეფონი, საფულე და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტები  წაართვა.

სერგო მიქაძე ქობულეთის რაიონის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით, ასევე - 363-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ სცნო. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მიქაძეს 7 წლით  და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით,  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

სერგო მიქაძე ამჟამად იძებნება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება კანონდარღვევით არის ჩატარებული: „პროცესუალური დოკუმენტების უმეტესი ნაწილი კანონდარღვევითაა შედგენილი. ეს დოკუმენტები საქმიდან საერთოდ ამოსაღებია. მობილური ტელეფონის გარდა, არც ერთი ნივთმტკიცება და დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, რაც დაზარალებულმა დაკარგა. ამავე დროს, ადგილი აქვს ქმედების არასწორ კვალიფიკაციას. კერძოდ, მიქაძეს მსჯავრი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაედო, რაც გულისხმობს ყაჩაღობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით. საქმეში აღწერილი გარემოებებით კი, ასეთი დანაშაული არ იკვეთება“.

აღსანიშნავია, რომ მეორე ბრალდებულს, რომელიც  სისხლის სამართლის საქმეშო ფიგურირებდა, მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ბრალი წინასწარი გამოძიების ეტაპზევე მოეხსნა.

თაკო ხუციშვილი

ახალი ამბები