კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ და ევროკავშირი აფხაზეთში სეპარატისტულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ აღიარებს

15 დეკემბერი, 2009

ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის იან კელის ოფიციალურ განცხადებაშია, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

„ამერიკის შეერთებული შტატები წუხს 12 დეკემბერს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში „არჩევნების“ ჩატარების გადაწყვეტილების გამო და არ აღიარებს ამ არჩევნების არც კანონიერებას და არც შედეგებს. აშშ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არც ევროკავშირი აღიარებს. ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მიიღო ინფორმაცია 12 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ შესახებ.

„ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის სეპარატისტულმა რეჟიმმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩაატარა. დე-ფაქტო არჩვენებში 61,16%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები