კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის გამგებელმა თანამშრომლებს ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალა

12 იანვარი, 2010
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ გამგეობის თანამშრომლებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარი და ურთიერთობა აუკრძალა.

ახმეტის გამგეობის თანამშრომლების თქმით, გამგებელმა ისინი დღეს, დილით დაიბარა და მოსთხოვა, განემარტათ, რომელმა მათგანმა მიაწოდა გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია ახმეტის რაიონში ხე-ტყის მასობრივი ჩეხვის შესახებ. „ამის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელს ტელეფონები გამოართვა და საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების ნომრებს ეძებდა. ბოლოს გვითხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან კომენტარს გავაკეთებთ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებს“, - აღნიშნეს ახმეტის გამგეობის თანამშრომლებმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მას განმარტება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მოსთხოვეს.

„გუბერნატორის მოადგილემ დამირეკა და მითხრა, დამედგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც ახმეტაში ხე-ტყის მასობრივად ჩეხვის შესახებ თქვენ ინფორმაცია მოგაწოდათ. თქვენთვის კომენტარის მოცემა არც eრთმა თანამშრომელმა არ დამიდასტურა. ე.ი. თქვენ მოიგონეთ და იტყუებით. თუ ასე არ არის, მითხარით, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თუ არადა, ვწყეტ თქვენთან თანამშრომლობას. საერთოდ, რას დადიხართ ჩემს რაიონში ჩემი ნებართვის გარეშე“, - განაცხადა ახმეტის გამგებელმა.

წინა დღით კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო ეფექტურად ვერ მუშაობს.

„ყოველდღიურად ხით დატვირთული 60-70 მანქანა მაინც გადის რაიონიდან. უზარმაზარ ხეებს ჭრიან, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც ხე-ტყის ჭრა აკრძალულია“, - აღნიშნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს უფროსის, ლაშა ჩივიაშვილის განმარტებით, ახმეტის რაიონში ხე-ტყის ჭრაზე ბევრი ლიცენზიაა გაცემული: „ლიცენზიის მფლობელებს მორები გამოაქვთ და საამქროებში ამუშავებენ. კახეთის სხვა რაიონებთან შედარებით, ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები შედარებით მეტია, რადგან მოსახლეობა ძირითადად შეშით თბება. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის ეფექტურობას, ისევე როგორც სხვა რაიონებში, ახმეტაშიც ინსპექციის ერთი ჯგუფი მუშაობს და გამოვლინებებს ახდებს“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები