კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იანუკოვიჩი ზეიმობს, ტიმოშენკო ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

8 თებერვალი, 2010

„რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას უკვე ზეიმობს. „ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ გამარჯვებამდე. მე მთელი უკრაინა შემოვიარე და ვნახე ხალხის თვალები, რომლებსაც აღარ სურთ ასე ცხოვრება. ისინი ცვლილებებს ითხოვენ. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა ეკონომიკურად განვითარდეს.
„აუცილებელია ხალხის პირობების გაუმჯობესება. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მტრები ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკაში. ერთად უნდა ვებრძოლოთ ისეთ მტერს, როგორიც არის სიღარიბე, უპასუხისმგებლობა და კორუფცია“, - განაცხადა იანუკოვიჩმა ეგზიტპოლების პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამომრჩევლებს საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტიმოშენკომ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი ყოველი ხმა. ეგზიტ-პოლების მონაცემები ხომ მხოლოდ სოციოლოგიაა. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია. ყველას, ვინც ხმა მისცა დემოკრატიას, მადლობას გიხდით“, - აღნიშნა ტიმოშენკომ.

უკრაიანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 თებერვალს შუადღისთვის დამუშავებული იყო საარჩევნო ოქმების 97,34 პროცენტი, რომლის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩს ამომრჩეველთა ხმების 48,34, ხოლო იულია ტიმოშენკოს 46,05 პროცენტი აქვთ.

განსხვავება იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს მერ დაგროვილ ხმებს შორის 2,19 პროცენტს შეადგენს (მანამდე 2,09 პროცენტი იყო). ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ხმა მისცა 4,41 პროცენტმა. იანუკოვიჩს 11 805 065-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო იულია ტიმოშენკოს 11 247 248-მ.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 17 თებერვალს გამოაქვეყნებს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები