კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორები პედაგოგებს აშინებენ

24 თებერვალი, 2010

პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი კახეთში სკოლის დირექტორების მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლას აპროტესტებს. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა, ნელი ჯანელიძემ განაცხადა, გაფიცვის შემთხვევაში, დირექტორები მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

„2 მარტისთვის დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით შეხვედრები მქონდა სოფლების - შაშიანის, ახაშენისა და არაშენდას საჯარო სკოლებში. შეხვედრებს სულ რამდენიმე მასწავლებელი დაესწრო. არაშენდას საჯარო სკოლის დირექტორმა, ნოდარ ჯიქურაშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ არ სურს, მისმა მასწავლებლებმა ოპოზიციურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. თუ მიიღებენ, სკოლაში პროფკავშირს საერთოდ დავშლიო“, - განაცხადა ნელი ჯანელიძემ.

მასწავლებელთა დაშინების ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.

„რომელ პედაგოგსაც კი შევხვდი, ყველა ამბობს, რომ გაფიცვაში მონაწილეობა ბავშვების ღალატად მიაჩნიათ“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები