კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარკოზიმ რუსეთს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა

2 მარტი, 2010
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა. დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის მიმართ საფრანგეთის დამოკიდებულების შესახებ სარკოზიმ რუს კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„როგორ შეიძლება, რუსეთს ვუთხრათ, რომ მშვიდობის დასაცავად, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაციების მოსაგვარებლად მისი მხარდაჭერა გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს არ ვენდობით?!“ - განაცხადა სარკოზიმ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას და აქვე დასძინა, რომ „საფრანგეთი რუსეთისთვის „მისტრალს“ სამხედრო აღჭურვილობის გარეშე შექმნის“.

„რუსეთსა და საფრანგეთს შორის არსებულ ნდობაზე“, თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, „მისტრალის“ საკითხი, რომელმაც ფართო რეზონანსი  და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ორ ქვეყანას შორის ნდობის სიმბოლოა, მეორეს მხრივ კი - შესაძლებლობა რუსეთისთვის, მიიღოს ობიექტები, რომლებიც დღეს არა აქვს და რომელთა შექმნაც სხვა ქვეყნებთან კოოპერაციით სურს“.

მოსკოვმა და პარიზმა ოთხი ერთეული ვერტმფრენმზიდის - „მისტრალის“ თაობაზე ექსკლუზიური მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევი მეორე დღეა, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს. რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში 4 მარტს დაბრუნდება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები