კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ტყეშელაშვილი: „საფრანგეთმა რუსეთს სიგნალი მისცა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პრობლემა არ არის“

4 მარტი, 2010

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, „საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვა მოსკოვისთვის ჯილდოა და სიგნალი, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პრობლემა არ არის“. ამის შესახებ ტყეშელაშვილმა Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის თარგმანს ForeignPRESS-ი აქვეყნებს.

ტყეშელაშვილის განცხადებით, „არსებობს დიდი ალბათობა, რომ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვა კრემლის სასარგებლოდ შეცვლის რეგიონში უსაფრთხოების ბალანსს, საფრანგეთი კი სწორედ მის შემცირებას ცდილობდა“.

„საფრანგეთის მხრიდან „მისტრალის“ გაყიდვა პოლიტიკური გზავნილია რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აგრესიული რიტორიკის გაგრძელება პრობლემა არ არის.

„ეს არის სიგნალი, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია შემდგარი ფაქტია. ეს რუსეთის დამშვიდებაც არ არის, ეს მოსკოვისთვის ჯილდოა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა, - „მიუხედავად ფრანგების ხშირი განცხადებებისა, რომ ეს ჰუმანიტარული გემია, გემი – გემია და „მისტრალს“ შეიარაღების, ვერტმფრენების, ჯარისკაცების გადაყვანის დიდი შესაძლებლობები აქვს. მასზე ასევე შესაძლებელია ჰოსპიტლისა და სამხედრო შტაბის განთავსება. ამ გემის ჰუმანიტარული მიზნებით გამოყენება შესაძლებელია, თუკი ამის სურვილი არსებობს, მაგრამ ასევე შეიძლება მისი სამხედრო თვალსაზრისით გამოყენებაც“.

ამასთან, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „სუპერსახელმწიფოდ ყოფნის ამბიციის მქონე ქვეყნის არმია ძალიან მოძველებულია, ფლოტი კი  ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოში ინტერვენციის დროს ყველამ იხილა ეს ხარვეზები. რუსული არმია მხოლოდ რაოდენობრივად გვაჭარბებდა. რუსეთი რომ უფრო დიდ ქვეყანას დაჰპირისპირებოდა, განსხვავებულ სიტუაციაში, ეს შეიძლება, მისთვის კატასტროფით დასრულებულიყო“.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვისთვის „მისტრალის“ მიყიდვასთან დაკავშირებით რუსეთსა და საფრანგეთს შორის ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები