კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიტანეთის ელჩი „იმედის“ „მოდელირებულ ქრონიკაში“ მის ჩართვას აპროტესტებს

16 მარტი, 2010

დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დენის კიფი „იმედის“ „მოდელირებულ ქრონიკაში“ მის ჩართვას აპროტესტებს. ელჩი პროტესტს გამოთქვამს „მოდელირებულ სიუჟეტში“ ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისივე თქმით, ელჩის უპატივცემულობაა.

ბრიტანეთის ელჩი მიიჩნევს, რომ  მომხდარი ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე.

„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოყენებული სიუჟეტი, სადაც მე სრულიად სხვა კონტექსტში ვსაუბრობ და, რომელიც არანაირად არ ეხება 13 მარტის პროგრამაში ასახულ მოვლენებს, მეტად დამაბნეველია, ისევე როგორც სიუჟეტი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობენ არარსებულ მოვლენებზე“, - ნათქვამია დენის კიფის დღევანდელ საგანგებო განცხადებაში.

„მინდა, განვმარტო, რომ არც მე და არც ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ გვქონია ამ უპასუხისმგებლო  პროგრამასთან, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში. მივიჩნევ, რომ „იმედის“ ტელევიზიის მიერ გამოყენებული სიუჟეტი ჩემს მიმართ, როგორც ბრიტანეთის ელჩის მიმართ საქართველოში,  უპატივცემულობაა. აღნიშნული ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე“,- ნათქვამია მის განცხადებაში.

ელჩმა აღნიშნავს, რომ მადლობელი იქნება, თუ ტელეკომპანია „იმედი“ რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადებს ეთერში, რომ „ეს სიუჟეტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მე მის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ და ჩემი ინტერვიუს ჩანაწერის გამოიყენება ჩემი თანხმობის გარეშე მოხდა“.

„იმედის“ „მოდელირებულ ქრონიკაში“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩეხეთის ელჩები, ვითომდა რუსული ინტერვენციის ირგვლივ საქართველოს საგარეო უწყებაში ჩატარებული თათბირის შემდეგ მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. ასევე გამოგონილ სიუჟეტში ნაჩვენებია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი, რომელიც თითქოსდა პრეზიდენტ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და რუსეთს სამხედრო აგრესიისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები