კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მე-5 სამშობიარო სახლში 7 დღეა ახალშობილი და დედა ჰყავთ დატყვევებული

28 მაისი, 2010
თბილისის მე-5 სამშობიარო სახლიდან 7 დღეა ახალშობილსა და დედას - 16 წლის ნათია ნ-ს არ უშვებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნათია ნ-ს დედამ ლ. არაბულმა აცნობა, გოგონამ საკეისრო კვეთით იმშობიარა და ექიმები მათგან 950 ლარის გადახდას მოითხოვენ. თანხის გადახდამდე კი სამშობიარო სახლიდან არცერთის გაშვებას არ აპირებენ.

„რამდენჯერმე ჩავედით და ვთხოვეთ, რომ ხელწერილს დაგიწერთ და როგორც კი კერძო სამუშაო გამოჩნდება და ცოტა ფულს ვიშოვით, ნაწილს სოფელში შევაგროვებთ, მაშინვე გადავიხდითო, მაგრამ არც დედას გვატანენ და არც ბავშვს. არადა, ყოველდღიურად 50 ლარი ემატება გადასახადი. სოფლის გამგებელსაც მივმართე და დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელსაც, მაგრამ დახმარებაზე უარი მითხრეს, საშუალება არ გვაქვსო. სოფელშიც ჩამოვიარე, მაგრამ ყველა გაჭირვებულია და ვერაფრით დამეხმარნენ. აღარ ვიცი რა ვქნა. ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვაქვს, შეგიძლიათ ადგილზე შეამოწმოთ, მაგრამ სოციალური დახმარება არ გვაღირსეს, რომ პოლისი მაინც გვქონოდა. ღარიბებს ბავშვის ყოლის უფლებაც არ გვქონია“, - ამბობს ლ. არაბული.

თბილისის მე-5 სამშობიარო სახლში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განმარტებით, გამგეობას ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან, ოჯახისთვის მხოლოდ 300 ლარით დახმარება შეუძლია. „პირადად ჩემთან არ ყოფილან და ვის მიმართეს არვიცი. მოვიდეს და 300 ლარით დავეხმარები“, - განაცხადა შანშიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები