კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმს მერი ისევ არა ჰყავს

11 ივნისი, 2010
ბათუმს მერი 27 აპრილის შემდეგ არა ჰყავს. ამ ფუნქციას დღემდე ყოფილი მერის პირველი მოადგილე, დავით სამნიძე ასრულებს. ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე კი საკუთარი განცხადების საფუძველზე არცევნების წინ გათავისუფლდა. ჩხაიძე ქალაქ ბათუმში „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო სიის I ნომერი იყო.

ბათუმის მერის გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანონით დადგენილ ვადებში მხოლოდ ერთი - ლეიბორიტი დავით რობაქიძის განცხადება შევიდა. თუმცა, 27 მაისს, ბათუმის საკრებულომ „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით რობაქიძეს მერად დანიშვნაზე უარი უთხრა. დავით რობაქიძის განმარტებით, მას უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ კონკრეტული სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. რობაქიძე მის დაწუნებას ამ მოტივით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შელახვად აფასებს და აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ შედგენილ ოქმს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაუგზავნის.

დავით რობაქიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „უარის მოტივია ის, რომ მე ვერ გავატარებ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ კურსს ბათუმში და რომ არ მქონია სამუშაო გამოცდილება ქალაქის მართვის. აქედან გამომდინარე, მინდა მოგიწოდოთ და გადახედოთ ყოფილი მერების: ირაკლი თავართქილაძის და რობერტ ჩხაიძის ბიოგრაფიას და ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენთ კომპეტენტურობასა და არაკომპეტენტურობაზე“.

გიორგი კირთაძე, ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე: „რობაქიძე არ არის კომპეტენტური იმ საკითხზე, რაზეც შემოიტანა განცხადება. დავით რობაქიძეს მერობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. თუ მიიღებს ამ გამოცდილებას სამეურვეო სამუშაოებზე, შემდეგ შეიძლება იმსჯელოს ბათუმის საკრებულომ“.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე რობაქიძის კანდიდატურის დაწუნების მიზეზად მის გამოუცდელობასა და არაკომპეტენტურობას ასახელებს. თუმცა, კანონის მიხედვით, კომპეტენტურობა მერიის კანდიდატურის მოთხოვნებში მითითებული არ არის.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები