კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო მოძრაობა

20 ივლისი, 2010

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმაურება მოძრაობა "არა!"-ს განცხადებას, ამავე ორგანიზაციის წევრის, აკაკი დარასელიას უკანონო დაპატიმრების შესახებ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, 14 ივნისს, განსასჯელ ლუარსაბ ჟვანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომის დარბაზში მყოფმა აკაკი დარასელიამ სასამართლოს მიმართ გამოიჩინა აშკარა უპატივცემლობა, რაც გამოიხატა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე სასამართლოს მანდატურის თანამშრომლების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

სასამართლოს განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, წესრიგის დამრღვევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და არა მოსამართლე ნონო სანდოძის მიერ, როგორც ეს ნათქვამია მოძრაობა "არა!"-ს განცხადებაში, გამოყენებული იყო პატიმრობა 30 დღის ვადით. აღნიშნული სახდელის დადებისას გათვალისწინებული იქნა სასამართლოში წესრიგის დარღვევის სახე და სიმძიმე.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივისცმლობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

"არა!"-ს ლიდერმა ლევან ჩიტაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსამართლე ნინო სანდოძე მოძრაობის წევრის აკაკი დარასელიას მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. როგორც ჩიტაძემ განაცხადა, სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისათვის პატიმრობის სანქცია 2003 წლიდან არავის დაკისრებია, დარასელიას მიმართ გადაწყვეტილებას კი პოლიტიკური უწოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები